„ტყიბულში დაბადებული ადამიანის ბედისწერაა იყო მეშახტე“  - 400 მეტრის სიღრმეზე კი ბრძოლა იწყება, ბრძოლა სიცოცხლისთვის და  არსებობისთვის

„ტყიბულში დაბადებული ადამიანის ბედისწერაა იყო მეშახტე“ - 400 მეტრის სიღრმეზე კი ბრძოლა იწყება, ბრძოლა სიცოცხლისთვის და არსებობისთვის

access_time2018-07-16 12:55:44


კომერსანტის ჟურნალისტებმა მინდელის შახტიში, სადაც სიკვდილი არასდროს არის შორს, ივნისში იმოგზაურეს. კიდევ ერთხელ გახსენებთ რეპორტაჟს იმ ადამიანებზე, რომლებიც შახტში ჩასვლამდე ღმერთს ცოცხლად დაბრუნებას ევედრებიან. 


„ბავშვობიდან ვიცოდი, რომ აუცილებლად მეშახტე ვიქნებოდი. ეს ყველა ტყიბულელმა ბავშვმა იცის“


როინ სამსონიძე დღეს 39 წლისაა, შახტაში პირველად 8 წლის წინ ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმიანობა მაღალ რისკებს უკავშირდება ამბობს, რომ სამუშაოს პერიოდში მხოლოდ მეუღლეზე და 2 შვილზე ფიქრობს.


ნახშირი მწვანე უნიფორმას და ხელებს ყველაზე მეტად ეტყობა. ღია ფერის თვალები შახტაში გატარებულ ისტორიას დაუფარავად ყვება. პირადი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ოდნავ ტალახიანი ჩაფხუტი დისკომფორტს უქმნის თუმცა, ამბობს, რომ ბედისწერას ყველა თავად ქმნის, შახტიდან მშვიდობიანად გამოსასვლელად ჯერ ლოცულობს და  უსაფრთხოების  ნორმების სრულ დაცვაზე კი მერე იწყებს ფიქრს.



„საფრთხე ყველა სამსახურს ახასიათებს, არა მარტო მძიმე მრეწველობას, მშენებლობასაც. ჩვენ ბედისწერას თვითონ ვქმნით, თუ დავიცავთ უსაფრთხოების ნორმებს, მშვიდობით გამოვალთ. მინდა, რომ შვილების ბედნიერებას მოვესწრო, ამიტომ ვცდილობ ფრთხილად ვიყო.

ტყიბულში მეტი არაფერია, გინდა თუ არ გინდა ეს შენი ბედისწერაა. ერთადერთი საწარმოა, რომელიც ადამიანებს ასაქმებს, ქარხანა ჩვენი არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია“,-  ამბობს როინ სამსონიძე.


საუბრისას რამდენჯერმე საათს დახედა, ვხვდებით, რომ აგვიანდება და საუბარს ვასრულებთ.


 


 დიდ, ნაცრისფერ შენობაში შევიდა, შენობაში, სადაც ჯერ კიდევ მთელი სიმძაფრით იგრძნობა საბჭოთა სუნი - ძელი ინვენტარი, საბჭოთა პლაკატები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

 


მეშახტევ! მუშაობისას მკაცრად დაიცავი უსაფრთხოების წესები, გახსოვდეთ! მათი უგულებელყოფით საფრთხეში აგდებ საკუთარ თავს და ამხანაგებს!

 

გახსოვდეთ! ავარიის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა უფრო ადვილია, ვიდრე მის შედეგებთან!

 

გახსოვდეთ! ოჯახში გელოდებიან!



პლაკატები, რომელიც 21 საუკუნის ქართული შახტის კედლებზეა გამოკრული, წუთით საბჭოთა იდეოლოგიაში გვაბრუნებს.


მზება მეშახტეებისკენ გადაგვაქვს, ადამიანებისკენ,  რომლებსაც მუდმივად უნდა ახსოვდეთ, რომ ოჯახში ელოდებიან.


შორიდან ყველა ერთმანეთს ჰგავს, თითქოს მათი უნიფორმებიც ერთნაირადაა დასვრილი, ჩაფხუტიც ერთნაირად აქვთ შეკრული. ერთმანეთისგან განსხვავებული ალბათ მხოლოდ ოცნებები აქვთ, ოცნებები რომელიც 400 მეტრის სიღრმეზე ჩააქვთ.


მალხაზ ბერიძე 35 წელია მეშახტეა - შახტაში ცუდზე არაფერზე ვფიქრობ. რთული სამუშაოს შესრულებისას ყველაზე ხშირად ოჯახი მიდგას თვალწინ.

 

„შახტაში ყველაზე ხშირად ოჯახზე ვფიქრობ, ნელ-ნელა კი ყველაფერზე ვიწყებ ფიქრს, გარდა სიკვდილისა, სიკვდილზე, რომ ვიფიქრო ვერ ჩავიდოდი და ვერ ვიმუშავებდი. შესვლისას პირჯვარს ვიწერ და ღმერთს ვეუბნები, მშვიდობით შეგვიყვანოს და მშვიდობით გამოგვიყვანოს“-  გვიყვება მალხაზ ბერიძემ.


 


მალხაზ ბერიძე გვეუბნება, რომ შახტაში საკუთარ თავზე პასუხისმგებელი თვითონაა, რადგან მიწის სიღრმეში ვერავინ დაიცავს.


საუბრის პარალელურად სამსახურში გამოცხადების ჟურნალში საკუთარი სახელის და გვარის გასწვრივ ხელს აწერს.


ეს, ფაქტობრივად, სიკვდილ-სიცოცხლის დღიურია, რომელსად ყოველდღიურად ათასამდე მეშახტე აწერს ხელს. თუმცა  დაახლოებით ორი თვეა  6 მუშის ხელმოწერის გრაფა ცარიელია. ისინი შახტაში გარდაიცვალნენ.



 


ამბობენ, რომ ესეთი დღეები ყველაზე რთული გადასატანია.  მეშახტეებთან ერთად მომხდარს კომპანიის მენეჯმენტიც განიცდის. ისინი ცდილობენ პრობლემის მოგვარებას, თუმცა, მათაც და 1500 მუშამაც იცის, რომ სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, რისკების ნულამდე დაყვანა შეუძლებელია.


მიუხედავად ამისა როინი, მალხაზი და სხვა ასობით ადამიანი ხვალ ისევ ჩაიცვამს ჭაობისფერ უნიფორმას, ისევ დაიხურავენ მოუხერხებელ ჩაფხუტს და ისევ ილოცებენ შახტაში შესვლის წინა , 400 მეტრის სიღრმეზე კი ბრძოლა დაიწყება, ბრძოლა არსებობისთვის. 


 


ბაჩო ადამია, სალომე ლემონჯავა 

ფოტოების ავტორი ბაჩო ადამია




იპოთეკის სუბსიდირება, ბავშვთა შემწეობის გაორმაგება, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმება – პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი თეზისები

იპოთეკის სუბსიდირება, ბავშვთა შემწეობის გაორმაგება, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმება – პრემიერ–მინისტრის პარლამენტში გამოსვლის ძირითადი თეზისები
access_time2021-06-25 16:30:13
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის 25 ივნისის პლენარული სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა ანგარიში და ქვეყნის  განვითარების 10-წლიანი გეგმა წარადგინა. მისი თქმით, ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის რეგიონების განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შემქნა...

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“ - ლევან ვეფხვაძე

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“ - ლევან ვეფხვაძე
access_time2021-06-25 14:50:47
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც სექტორში არსებულ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების გადინება და შედეგად მათი სხვადასხვა ინდუსტრიებში გადანაწილება დასახელდა. ასოციაციის წევრი კომპანიებისა და კომიტეტის...

თინუსის სენდვიჩი თინუსისა და პურის გარეშე – NYT–ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი პასუხობს

თინუსის სენდვიჩი თინუსისა და პურის გარეშე –  NYT–ის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი პასუხობს
access_time2021-06-25 16:00:51
Subway–ს რესტორნების ქსელს ახალი პრობლემა აქვს: The New York Times–ის დამოუკიდებელმა გამოძიებამ ირიბად დაადასტურა, რომ პოპულარულ სენდვიჩში ჩადებული თინუსი არ აღმოჩნდა რეალური თინუსი. გამოძიების შედეგი თანხვედრაშია აშშ–ში მიმდინარე წელს გაკეთებულ კოლექტიურ სარჩელთან. გასულ წელს ირლანდიის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ პროდუქტში არც პურია პური. ამის შესახებ The New York Times წერდა. ამ თემაზე „კომერსანტი“ საქართველოში Subway–ს  წარმომადგენელს გივი ორდენიძეს დაუკავშირდა,...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2021-06-25 13:55:24
დღეიდან თიბისი ფეის ვებგვერდსა და აპლიკაციაში ნებისმიერი სერვისის გადახდას საკომისიოს გარეშე შეძლებთ.   თიბისი ფეი არის პორტალი, სადაც თავმოყრილია 1000-ზე მეტი სერვისი. აქ შესაძლებელია გადაიხადოთ სხვადასხვა ტიპის გადასახადი, ასევე გადარიცხოთ ან მოითხოვოთ თანხა.   www.tbcpay.ge-ს მეშვეობით შეგიძლიათ დაფაროთ კომუნალური გადასახადები, საბანკო და სადაზღვევო თანხები, გადაიხადოთ სწავლის საფასური, შეიძინოთ სასაჩუქრე ბარათები...

ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის

ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოდის
access_time2021-06-25 13:50:20
ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საშემოსავლო გადასახადის 15–18%–მდე შემცირების ინიციატივით გამოვიდა. „თუ გვინდა რომ შემოსავალი გავზარდოთ, საშემოსავლო გადასახადი ქვეყანაში უნდა იქნას დაწეული. თუ საშემოსავლო გადასახადს დავწევთ 15-18 პროცედნტამდე, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ქვეყანა მიღებს მშპ–ის საკმაოდ სერიოზულ დანამატს და შეოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი...


მსგავსი სიახლეები

up