ამერიკული კომპანია  ტყიბულში ორჯონიკიძის შახტის სეისმურ მდგომარეობას სწავლობს

ამერიკული კომპანია ტყიბულში ორჯონიკიძის შახტის სეისმურ მდგომარეობას სწავლობს

access_time2019-02-11 18:30:51


როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, ტყიბულის ორჯონიკიძის შახტის შესასწავლად ქალაქში ამერიკული კომპანია ნამდვილად იყო ჩასული, თუმცა მიზანი არა ობიექტის შეძენა იყო, რაზეც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, არამედ მისი სეისმური მდგომარეობის შესწავლა.




როგორც კომერსანტს სეისმოლოგიის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა თეა გნოლიძემ განუცხადა,  ამერიკელი სეისმოლოგები სამი დღით რეგიონში იმყოფებოდნენ, ისინი ხელისუფლებასთან ერთად გეგმავენ მთლიანად სეისმური მდგომარეობის შესწავლას.  სწორედ ამ ფაქტის გამო გავრცელდა არასწორი ინფორმაციაც, თითქოს ტყიბულის შახტი იყიდება.


თეა გნოლიძის თქმით, ქართული შახტების შესწავლის პროექტი ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და სექტორის განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.



„ორჯონიკიძის შახტის არანაირ გაყიდვაზე საუბარი არ არის. მისი მარაგები ფიზიკურად ამოწურულია და მოგეხსენებათ ობიექტი უკვე წლებია (30 წელი)  უფუნქციოა. უბრალოდ, ამერიკელი სეისმოლოგები ჩამოსულები იყვნენ სამი დღით და ჩავედით კონკრეტულად ორჯონიკიძის შახტიში, რითაც დავიწყეთ პროექტის განხორციელება. საქმე იმაშია, რომ ზოგადად სამთო დამუშავების თანმდევი ნაწილია სეისმური მონიტორინგი, რადგან როგორც იცით, სამთო დარტყმებს მიწისძვრებიც ახასიათებს. ზუსტად აღნიშნულის მონიტორინგი იგეგმება მთელ რეგიონში და პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება ერთიანი ქსელი, რაც საბოლოო ჯამში თავად სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის განხორცილებაში  გვეხმარება ამერიკული კომპანია, რომელსაც თავის მხრივ თანხმობა აქვს ამერიკის მთავრობისგან“,- განმარტავს თეა გნოლიძე.


შეგახსენებთ, ორჯონიკიძეში შახტის გაყიდვის ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა. თავად „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა  შახტის გაყიდვის ფაქტი უარყო. ეს საკითხი უარყვეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროშიც.


 შეგახსენებთ, შპს “საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” 2006 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომლის მფლობელიც დავით ბეჟუაშვილია. ამჟამად ტყიბულში სამუშაოები შეჩერებულია და იქ გერმანელი ექსპერტები კვლევებს ატარებენ.



სალომე ლემონჯავა

 






სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up