ტყიბულში 2020 წლისთვის  სამკერვალო ქარხანა  აშენდება - დავით საგანელიძე 2018 წელს აჯამებს

ტყიბულში 2020 წლისთვის სამკერვალო ქარხანა აშენდება - დავით საგანელიძე 2018 წელს აჯამებს

access_time2019-01-03 14:00:02

ტყიბული, ხობი, ხონი - მაღალტექნოლოგიური ქარხნების მშენებლობები და საპარტნიორო ფონდის სხვა გეგმების შესახებ გადაცემაში კომერსანტზე სანდრო ვეფხვაძესთან ერთად საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ისაუბრა და 2018 წელი შეაჯამა.


ფონდის საქმიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად, რა სფეროში, რომელ რეგიონში, რა მიმართულებით, ხედავს ფონდი და სახელმწიფო იმის აუცილებლობას,რომ უნდა დაიხარჯოს თანხა. მაგალითად, ტურიზმის განვითარება, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის და რეგიონები განვითარებისთვის, ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააფინანსოს რეგიონებში რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა. უარი თქვას, ვთქვათ, თბილისში სასტუმროს მშენებლობაზე და დააფინანსოს კახეთის რეგიონში სასტუმროები და ა.შ.



სოფლის მეურნეობის დარგში მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე და ისეთ პროექტებზე ვმუშაობთ, რომლებიც დაკავშირებულია ყამირი მიწების ტერიტორიების გამოყენებასთან. მაგალითად, როგორიც არის სამცხის ტერიტორიები, კახეთის, დავითგარეჯის,სადაც გაუდაბნოებულია მიწები.


სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო საინტერესოდ მუშაობს, ეს განპირობებულია არამხოლოდ იმით,რომ სწორად ადგენს ჯიშებს, რომლებიც უნდა დაირგას რეგიონების მიხედვით, არამედ აქვს კარგი პროექტები, რომელიც მომავალში დაეხმარება ბიზნესს, გლეხს,რომ განავითაროს თავისი საქმე. მაგალითად, ინოვაციურია ზეთისხილის პლანტაცები,რომელიც სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ 130 ჰექტარზეა, მაგრამ უკვე აშენდა პირველი საწარმო,რომელიც ზეთს ღებულობს ზეთისხილისგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უცხოეთიდანაც არის შეკვეთები, მათ შორის ჩინეთიდან.



მინდა ვისაუბრო ხობში, სიმინდის ზეთის ქარხანის მშენებლობის შესახებ. დავაფინანსეთ სიმინდის მაღალტექნოლოგიური წარმოება, შესაბამისად, ადგილზე გაჩნდა სიმინდის მოყვანის ინტერესი. რაც გაზრდის იმ გლეხების რაოდენობას,რომლებიც ჩააბარებენ სიმინდს საწარმოში. ამ ქარხანაში დასაქმებულია რამდენიმე ათეული ადამიანი და კიდევ დასაქმდებიან ადგილობრივები, „ - ამბობს დავით საგანელიძე.




დავით საგანელიძის თქმით, ფონდი მხოლოდ აფინანსებს იდეას და რამდენიმე წლის შემდეგ ბიზნესიდან გამოდის.


„ჩვენ არასდროს ვრჩებით ბიზნესში. 3-5-8 წლის შემდეგ გამოვდივართ და ამოღებულ თანხით უკვე სხვა მიმართულებებს ვაფინანსებთ. ასევე ვცდილობთ შევქმნათ ახალი დარგები და გავუხსნათ ბაზარი იმ პროდუქტებს, რომელიც დღეს ბაზრის ძიებაშია. დღეს რომ ჩინეთის ბაზარი ყველაზე დიდი მოცულობისა და განვითარებად ბაზრად ითვლება, ამაზე დავა არ ღირს, ის რომ დღეს საქართველო ევროპა - აზიის ნაწილში აღმოჩნდა იმ ქვეყანად, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს ჩინეთთან და პარალელურად, ევროკავშირთან ძალიან ბევრ პრიორიტეტს გვანიჭებს და ამას მაქსიმალური გამოყენება სჭირდება.


წელს დავიწყეთ და უკვე მომავალ წელს იქნება მაღალტექნოლოგიური ქარხანა, რომელიც დაამზადებს ენერგო-ეფექტურ ბლოკებს და ამ ქარხანასთან ერთად აშენდება აგურის ქარხანა. ასევე, ახალი საწარმო გაიხსნა ისრაელის კომპანია „ელბიტთან“ თანამშრომლობით. შეკვეთების რაოდენობა იგეგმებოდა 3,4 მილიონი, მაგრამ ამ ეტაპზე 9 მილიონს გადააჭარბა. 5 წლის შემდეგ კი, 60 მილიონამდე გაიზრდება.


ჩვენ ერთი თვის წინ გავიარეთ ბოინგის სერტიფიცირება. ვერც კი წარმოიდგენთ,როგორი სკურპლიოზურია მათ მიერ სერტიფიცირების მოთხოვნის კრიტერიუმები. რაც ცხადია ეხება ისეთ დეტალებს,როგორიც არის ბოინგის კარება,რომელიც მაღალტექნოლოგიური მასალისგან ვამზადებთ.


მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ტყიბულში, რომელიც მეშახტეების ქალაქია და მამაკაცები ძირითადად, შახტაში არიან დასაქმებულები, ხოლო ქალბატონებს, არ აქვთ დასაქმების დიდი შანსი, 2020 წლისთვის აშენდება სამკერვალო ქარხანა. ხონზეც მინდოდა მეთქვა,რომ იჯარით აღებულია ტერიტორია, დაახლოებით, 35 ჰექტარი. ეს ტერიტორია გადაგვარებული იყო, ჩაუტარდა მას რეაბილიტაცია და იგეგმება ჩაის ბუჩქების გაზრდა.



რაც შეეხება, ექსპორტის მიმართულებით სიახლეებს, უნდა ვახსენოთ აგრარული უნივერსიტეტის სამი სტუდენტი,რომლებმაც 78 კვ.კმტრზე ვაშლის ჩიფსის წარმოება დაიწყეს. მათ იდეა 100 ათასი ლარით დავუფინანსეთ. იმდენად პოპულარული გახდა,რომ როგორც შიდა ქსელებშია მოთხოვნა, ისე ჩინეთში მოეწერა კონტრაქტს და აშშ-ში უკვე სერტიფიცირების ეტაპზე არიან.


ჩვენ ასევე შევქმენით შევილობილი კომპანია,რომელიც კვლევებს ჩაატარებს და შემოგვთავაზებს ბიზნეს გეგმებს. ასე,რომ ბევრი სურვილი და იდეა გვაქვს. ერთადერთი პრობლემა მხოლოდ ფინანსებია და იმედია, მომავალშიპროექტების განხორციელების საშუალება გვექნება, - ამბობს საგანელიძე.


კომერსანტი





BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up