ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა მამა გაბრილმა (ოყრეშიძე) ტყიბულში, შახტის ადმინისტაციული შენობის ეზოში არსებულ სამლოცველოში საჯანრმთელო პარაკლისი გადაიხადა. მასთან ერთად მსახურებაში მონაწილეობდნენ ტყიბულის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მამა იონე (კობახიძე) და ეკლესიის სტიქაროსნები. მოძღვრებმა მეშახტეები დალოცეს და წმინდა ზეთი აცხეს. პარაკლისის დასრულების შემდეგ მამაომ შახტაში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
საჯანმრთელო პარაკლისს და დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ სოცკი, გენერალური დირექტორი ზურამ აღდგომელაშვილი, მეშახტეები და შახტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
(NS)