ტყიბულის შახტებზე უსაფრთხოების აუდიტი გერმანული კომპანია DMT-ს მიერ განხორციელდა!

ტყიბულის შახტებზე უსაფრთხოების აუდიტი გერმანული კომპანია DMT-ს მიერ განხორციელდა!

access_time2020-06-20 23:08:25

მსოფლიოს მასშტაბით, სამთო-მოპოვებითი სფეროს მთავარ პრიორიტეტს მაღაროებსა და შახტებზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვა წარმოადგენს. საქართველოში, კერძოდ კი ტყიბულში არსებულ შახტებზე უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.


ტყიბულის შახტებზე უსაფრთხოების აუდიტი გერმანული კომპანია DMT-ს მიერ ჩატარდა. DMT-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერმა კავკასიის რეგიონში, გიორგი ობოლაშვილმა კომპანია DMT-ს საქმიანობასა და ქვა-ნახშირის ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა:


DMT-ს წინამორბედი კომპანია გერმანიის ქვა-ნახშირის ინდუსტრიაში 1734 წელს გაჩნდა და მას შემდეგ, გერმანიის და საერთაშორისო ქვა-ნახშირის ინდუსტრიას ემსახურება. DMT-ს წინამორბედი კომპანია შახტებში უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ასევე მეშახტეებისა და ინჟინრების განათლების დონის ასამაღლებლად და გასაკონტროლებლად შეიქმნა.


1900-იანი წლების დასაწყისში, სამთო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები კომპანია RAG Coal-ის (German Coal Company) ქოლგის ქვეშ დაფუძნდა, ხოლო 1990 წელს ყველა ეს სერვისი და კვლევითი ცენტრი გაერთიანდა, რათა ჩამოყალიბებულიყო Deutsche Montan Technologie (DMT) - საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია ქვანახშირის ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნით. 2007 წელს DMT შეუერთდა TÜV NORD GROUP- ს, გერმანიის უმსხვილეს საინსპექციო და ტესტირების კომპანიას, 1 მილიარდ ევროზე მეტი წლიური ბრუნვით, 10.000-ზე მეტი თანამშრომლით და ოფისებით 70 ქვეყანაში. დღეს, DMT ოპერირებს თითქმის ყველა ქვეყანაში და ოფისები აქვს როგორც გერმანიაში, ისე დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკაში, ინდონეზიაში, თურქეთში, ინდოეთში, ავსტრალიასა და კანადაში.


რა გამოწვევების წინაშე დგანან სამთო-მოპოვებითი სექტორში მომუშავე კომპანიები და რა არის წარმატებული მუშაობის მთავარი ინდიკატორი?


როგორც საერთშორისო დონეზე, ისე საქართველოში არსებული გამოწვევები შემდეგია: ოპერირების სოციალური ლიცენზია, იურიდიული და ფისკალური სტრუქტურა, სამთავრობო ადმინისტრაცია და მმართველობა, სამთო სამუშაოების ინჟინერია და კონსულტაცია. წარმატებული მუშაობის მთავარი ინდიკატორი კმაყოფილი მომხმარებელია, რომელსაც აქვს დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში მიწოდებული პროექტები და მომსახურები; ასევე უსაფრთხოებით, დაცულობით და ბენეფიტით კმაყოფილება, რომელსაც უნდა ელოდო DMT-სგან.


როგორია უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები შახტებსა და მაღაროებზე?


არ რსებობს ზოგადი, ყოვლისმომცველი საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ყველა ქვაყანაში და კანონმდებლობაში იმოქმედებს. საშიშროებებთან და რისკებთან მიმართებაში თითოეულ საბადოს საკუთარი მახასიათებლები აქვს და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ეკონომიკური და უსაფრთხო ოპერირებისთვის, სამთო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანიები, ადგილობრივ სამთო მარეგულირებელ ორგანოებთან მჭიდროდ და შეთანხმებულად თანამშრომლობენ. ამასთან, არსებობს ძირითადი პრინციპებიც, რომლებიც დაფუძნებულია ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკასა და სახელმძღვანელო პრინციპებზე და რომლებიც გამოქვეყნებულია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, აგრეთვე სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ - როგორიცაა სამრეწველო, სავაჭრო პალატები, პროფკავშირები და ა.შ.



— რა ეტაპები უნდა გაიაროს კომპანიამ რომ შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო?


აუცილებელია მაღაროს/შახტის უსაფრთხოების მაკონტროლებელი პირობების შესწავლა (მაგ. გეოტექნიკური პარამეტრების, ჰიდროგეოლოგიური მდგომარეობის, გაზის შემცველობის, წვის, მტვერის და ა.შ.), ასევე რისკებისა და ამ რისკების შემცირების მატრიცის შემუშავება. შახტის ინფრასტრუქტურა და მოპოვება-წარმოება მოითხოვს დაგეგმვას რისკის მატრიცის საფუძველზე და კვლევებს-გაზომვებს რისკების შესამსუბუქებლად, მაგ. დე-გაზაცია და დე-განტვირთვა.



მოგვიყევით „საქნახშირისა“ და DMT-ს თანამშრომლობის შესახებ, რა სამუშაოები ხორციელდება ამჟამად?


DMT- სა და „საქნახშირის“ საქმიანი ურთიერთობა 2017 წელს დაიწყო. გავუწიეთ საკონსულტაციო მომსახურება, ხოლო 2018 წელს, საქართველოს მთავრობის ბრძანებით, DMT-მ ტყიბულის შახტებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების აუდიტი ჩაატარა. გავაკეთეთ დეტალური ანგარიში, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შახტები დაკეტილი იყო და შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციების შესრულება ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოხერხდა.


გასულ წელს, ახალი ხელმძღვანელობა დაგვიკავშირდა, წარმოგვიდგინა განახლებული სამოქმედო გეგმა და მოითხოვა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების აუდიტის ხელახლა ჩატარება. აღნიშნული აუდიტი უკვე ჩატარებულია და ამჟამად საბოლოო დეტალებს ვათანხმებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიის მიდგომა შახტებზე უსაფრთხოების გაუმჯობესების მხრივ, ძალიან სერიოზულია და ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ შახტებზე უსაფრთხო სამუშაო გარემო შეიქმნას. ისინი აქტიურად და ღიად თანამშრომლობენ ჩვენთან, რათა ერთად მივიდეთ სასურველ შედეგამდე. პირადად მე, ძალიან პოზიტიური გრძნობა მაქვს. კომპანიის მოთხოვნით, საბოლოო რეკომენდაციების შემდეგ, რისკების შემცირების მიზნით DMT -ის ექსპერტები შახტებში პერიოდულად გააკონტროლებენ სამუშაო პროცესებს.


— ზოგადად, როგორ კონტროლდება შახტებზე უსაფრთხოების სტანდარტები?


  უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ხდება გაზის, მტვრის და სხვა გეოტექნიკური და წარმოების უსაფრთხოების პარამეტრების მუდმივი მონიტორინგი. ხდება რეგულარული შემოწმება და მაღაროების მუშაობაზე ზედამხედველობა; პოტენციური სამთო სამუშაოების მქონე ტერიტორიების დაზვერვა-შესწავლა, წარმოების და უსაფრთხოების პარამეტრების მოდელირება და პროგნოზირება, სამთო ოპერაციებიდან ფაქტობრივი და მიმდინარე მონაცემებით ჯვარედინი შემოწმება.


— გარდა კომპანიის მხრიდან ჩატარებული ტექნიკური სამუშაოებისა, კიდევ რა არის საჭირო შრომითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?


ნებისმიერ ინდუსტრიაში, ყველა ტექნიკური ოპერაცია ატარებს მინიმალურ რისკებს. ტექნიკური პროცედურები შექმნილია იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი სახიფათო ქმედების თავიდან აცილება. თუმცა, ტექნიკური ან ინდივიდუალური ხარვეზები და გაუთვალისწინებელი შემთხვევები შეუძლებელია სრულიად გამორიცხული იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც სამთო ინდუსტრიაში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს, მათთვის უსაფრთხოების გაუმჯობესება მუდმივი ამოცანაა. პირველი 3 წლის განმავლობაში, როდესაც DMT-ს გუნდს შევუერთდი, ერთ-ერთ ადგილობრივ შახტში კვლევას ვატარებდი. კარგად მახსოვს, რომ სამთო რევიზორები თვალის დახუჭვაზეც კი რეაგირებდნენ.


აქედან გამომდინარე, ცხადია, თითოეულმა მეშახტემ მკაცრად უნდა დაიცვას სამთო რეგულაციები. ისინი მომზადებულები არიან, მიღებული აქვთ უსაფრთხოების სისტემის ყველა საჭირო ინდუქცია და გააჩნიათ უსაფრთხოების კულტურა. რეკომენდაციები ყოველთვიურად შეგვიძლია დავწეროთ, მაგრამ დღის ბოლოს სწორედ მეშახტეები დგებიან იმ გამოწვევის წინაშე, რასაც ამ რეკომენდაციების შესრულება ჰქვია. ისინი არიან ცხელ ხაზთან. შახტებში მომუშავე უსაფრთხოების ექსპერტებისთვის, უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით, უსაფრთხოების კულტურის განხორციელება არის უზარმაზარი, გრძელვადიანი ამოცანა.


ტყიბულში უნდა განახლდეს უსაფრთხოების განყოფილება, დირექტორატსა და ზოგადად, მეშახტეებთან მიდგომა უნდა გამკაცრდეს და გაუმჯობესდეს. საჭიროა მუდმივი ტრენინგები, აღჭურვილობის, პროცესებისა და პროცედურების მუდმივი ოპტიმიზაცია.



(NS)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up