ტყიბულის შახტებზე ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

ტყიბულის შახტებზე ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

access_time2020-10-29 20:55:07

„საქნახშირში“ სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით, „მინდელისა“ და „ძიძიგურის“ სახელობის შხტებში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. სამუშაოები უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო კომპანია DMT-სთან თანამშრომლობით და მათი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.


DMT სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა მოპოვების ტექნოლოგიური სქემა, რომელიც დასაქმებულების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და წარმოების დროს ამცირებს. უსაფრთხოების ინჟინერიის, მტვრისა და გაზის კონტროლის უწყვეტი მონიტორინგის პროცესში უცხოეული სპეციალისტები აქტიურად იყვნენ ჩართულები. უსაფრთხო სამუშაოების ორგანიზების მიმართულებით მოხდა საწარმოს ყველა თანამშრომლის გადამზადება და მათი ცოდნის შემოწმება. „საქნახშირის“ ხელმძღვანელობამ ფეთქითი სამუშაოების ორგანიზების პრინციპებში ცვლილებები DMT-ს რეკომენდაციების შესაბამისად შეიტანა. სავენტილაციო სისტემის გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციების მისაღებად კვლევები უცხოელმა ექსპერტებმა ჩაატარეს. შრომის უსაფრთხოებისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩამოყალიბდა ტექნოლოგიური პროცესის მართვის ახალი მიდგომა. აღნიშნული ცვლილებების განხორციელება და მიმდინარე სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში კონტროლდება (მათ შორის ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების გამოყენებით).


ქვა-ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა აღიჭურვა შესაბამისი ახალი მოწყობილობებით. გარემონტდა და დამზადდა ახალი სახალხო ვაგონები; განხორციელდა მიწისქვეშა გვირაბების გაყვანითი, სარეაბილიტაციო და გადამაგრებითი სამუშაოები. „ძიძიგურის“ შახტაში, თანამშრომლების გადაადგილებისა და მასალების გადატანის პროცესის გასაუმჯობესებლად, მთის გზაჯვარედინზე (+350 ჰორიზონტზე) 900 სიგრძივი მეტრის მოცულობის სარკინიგზო ლიანდაგი აღდგა; ჩატარდა საველე გზის აღდგენითი სამუშაოები; მოხდა გამოუყენებელი მასალების გატანა; საწარმო აღიჭურვა ჰაერისა და გაზის უწყვეტი კონტროლის ხელსაწყოებით (რომლებიც მანამდე არ გამოიყენებოდა). სამთო განვითარების პროგრამის შესაბამისად, დაიწყო ახალი ველების მომზადების სამუშაოები.


გამყოლებისა და გამბრჯენების შესაცვლელად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს დამხმარე და სასკიპე ჭაურებში (სამუშაოები დაიწყო გრაფიკის შესაბამისად). „ძიძიგურის“ უბანზე, დამხმარე ჭაურში გამოიცვალა მზიდი ბაგირები და მიმდინარეობს გრაფიკით შედგენილი სარემონტო სამუშაოების წარმოება. ყველა ელექტრო, სტაციონარულ დანადგარებზე და კომპრესორზე ჩატარდა რიგი კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. შეკეთდა ამწე მანქანის სამუხრუჭე სისტემა.



კეთილმოწყობის სამუშოები ჩატარდა ზედაპირულ კომპლექსზეც: კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა სასადილოს. დამზადდა წყლის გამაცხელებელი ქვაბი (რომელიც 2018 წლიდან აღარ მუშაობდა) და ამჟამად მიმდინარეობს მისი ინსტალაცია. ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო კომბინატში სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა აბანო-გარდერობებსა და დამხმარე სათავსოებს. მიმდინარეობს თანამშრომლების პირადი აღჭურვილობისა და საჭირო ეპიკირების სრულად განახლების პროცესი. გარდა ამისა, დამტკიცდა ახალი საშტატო განაკვეთი და 20-35%-ით გაიზარდა ხელფასები.


შახტების სრული რეკონსტრუქციის გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამის მიხედვით, 2021 წლისთვის წარმოება თვეში 30 000 ტონამდე გაიზრდება. გარდა ამის, ზედაპირიდან +175 ჰორიზონტამდე იგეგმება დახრილი ჭაურის გაყვანა.


ინფრასტრუქტურის განახლებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.


(NS)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up