ტყის ახალი კოდექსი – რა შეიცვლება საშეშე მასალის სოციალური ჭრით მოსარგებლეებისთვის

ტყის ახალი კოდექსი – რა შეიცვლება საშეშე მასალის სოციალური ჭრით მოსარგებლეებისთვის

access_time2021-06-12 11:00:49

საქართველოს პარლამენტმა, 2020 წლის მაისში დაამტკიცა ტყის ახალი კოდექსი, რომლითაც იქმნება საფუძველი სოციალური ჭრის ეტაპობრივი გაუქმებისა და მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩანაცვლებისთვის;  უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზირების სამართლებრივი საფუძვლები, შეიქმნება ტყის საკუთრების ახალი ფორმები, შესაძლებელი გახდება ტყეებით მრავალმიზნობრივი სარგებლობა, მათ შორის,  ტყეების სარეკრეაციო და საკურორტო მიზნით გამოყენება.  ნიშნავს თუ არა ეს ცვლილებები სოციალური ჭრის საბოლოოდ შეზღუდვას და რა ალტერნატივა აქვს მოსახლეობას, რომელსაც აქამდე ტყის რესურსებზე ხელმისაწვდომობა ჰქონდა. „კომერსანტმა“ განმარტებისთვის სატყეო სააგენტოს მიმართა. ტყითსარგებლობის დეპარტამენტის უფროსი ზურა ყელიხაშვილი გვიყვება, რომ მოსახლეობას საკუთარი ძალებით რესურსის დამზადება ტყეკაფისგან 2023 წლამდე შეეძლება, პარალელურად კი საქმიან ეზოებში შეძლებენ რესურსის შეძენას, კანონის მიზანი კი მოსახლეობისთვის პროცესის გამარტივება იყო.


„შეზღუდვა არ დაგვიწესებია, კანონი ამბობს, რომ თუ გნებავთ საქმიან ეზოში მიდით, თუ არა და დაამზადე შენი ძალებით. 2023 წლამდე ამ კანონმა დატოვა შესაძლებლობა, რომ სოციალური ჭრისთვის ტყეკაფები იყოს გამოყოფილი და მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ძალებით მოახდინონ ტყეკაფზე  რესურსის დამზადება. პარალელურად, ჩვენ ვაშენებთ საქმიან ეზოებს ყველა რეგიონში, სადაც შეშაც და მასალაც იქნება დასაწყობებული და მოსახლეობას არ მოუწევს ტყეში წასვლა. მსურველი მოვა საქმიან ეზოში , შეიძენს სასურველ რესურსს და მოახდენს მის ტრანსპორტირებას. მომსახურებაში ჩადებულია ტრანსპორტირებაც სურვილის შემთხვევაში. თუ ამის საშუალება მას არ აქვს, შეუძლია მივიდეს ტყეში 2023 წლამდე და დაამზადოს ეს რესურსი თავისი ძალებით. ეს მოსახლეობისთვის შრომის გამარტივებაა - მანქანის რესურსი, მომსახურების რესურსი - მინიმუმ 200 ლარი მაინც დასჭირდებათ. კეთილმოწყობილ ეზოებში მივლენ აარჩევენ, გადაიხდიან ამის ფასს. მომავალში სატყეო მეურნეობების განვითარება მოხდება, ამას დამატებითი ფინანსური რესურსი სჭირდება, თანამშრომლების გადამზადება სჭირდება და მთელი სისტემის შემუშავება.  ვფიქრობთ, რომ ეტაპობრივად განვახორციელებთ, რაც აბსოლუტურად აპრობირებული იქნება“, - ამბობს ტყითსარგებლობის დეპარტამენტის უფროსი ზურა ყელიხაშვილი.



2023 წლამდე ნარჩუნდება სტატუსკვო, თუმცა ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, სადაც ახალი სერვისის მიწოდება შესაძლებელი იქნება, მოქალაქეებს ამ ალტერნატივით სარგებლობაც შეეძლებათ. რაც შეეხება ტარიფებს, გადასახადი 1 კუბურ მეტრზე 6 ლარი, უცვლელი დარჩება. დაიშვა ტყის რესურსების კომერციული მიზნით სარგებლობაც. კენკრისა და ნებისმიერი ტყის პროდუქტის კომერციალიზაციის მსურველები ერთ წლიანი სეზონური ნებართვის მიღებას, გარკვეული პირობებით, სატყეო სამსახურებიდან შეძლებენ.


კომერსანტი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up