ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ძალიან კარგია, თუმცა ძალიან დაგვიანებული

ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ძალიან კარგია, თუმცა ძალიან დაგვიანებული

access_time2018-07-27 12:00:07

პრემიერ-მინისტრის მიერ ხე-ტყის იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ინიციატივას გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტები „კომერსანტთან“ დადებითად აფასებენ. ჩვენთან საუბრისას ირკვევა, რომ ისინი ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს  მიერ ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებში ხედავენ. ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ რეექსპორტის საკითხი დასაშვებია.

 

ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლება კარგი ინიციატივაა.

 

„ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტები, რა თქმა უნდა, შემცირდება. იმპორტი დღგ-სგან უნდა გათავისუფლდეს, ხოლო ექპორტი უნდა დაიბეგროს. მეტიც შესაძლოა ჩვენ შემდგომ რეექსპორტი განვახორციელოთ,“ - განაცხადა ჩხობაძემ.

 

 

ექსპერტი ახალი „ტყის კოდექსის“ თემასაც შეეხო. როგორც ჩხობაძე აცხადებს, ქვეყანაში სახელმწიფო ტყეების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, რაც ძველი კოდექსის მიხედვით არ ხდებოდა.

 

 „სატყეო სისტემებში ტყის მართვის სისტემა უნდა აღდგეს. ძველი კოდექსი ამბობს, რომ სატყეო დეპარტამენტი კერძო სამართლის სუბიექტი უნდა გახდეს, რასაც ვეწინააღმდეგები.


სტატუსით ის უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ბუნებრივი ტყეები ქვეყნის სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს. რა თქმა უნდა, კერძო საკუთრებაც უნდა იყოს დაშვებული, თუმცა მხოლოდ ხელოვნური ტყეებისთვის. საკუთრების ფორმები სხვადასხვა უნდა იყოს,“ - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

 

 

რაც შეეხება სახელმწიფოს მეტ ჩართულობას გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტს მიაჩნია, რომ ქვეყანაში თანამედროვე ტყის მართვის სისტემებია საჭირო.

 

„ტყე უნდა იყოს ისე მართული, რომ საკუთარ ფუნქციას ასრულებდეს. საქართველოს ტყე წყალმარეგულირებელია და ის რესურსის მომტანი არ არის (ხე-ტის მოჭრილი მასალა). მთავარი ამ შემთხვევაში ტყის ეკოსისტემის შენარჩუნებაა. ჩვენ ციმბირის ტყეები არ გვაქვს, რომელსაც დიდი პროდუქტიულობა აქვს. საქართველოს ტყეებს ღვარცოფდამცავი, წყალმარეგულირებელი და ეროზიის საწინააღმდეგო თვისებები აქვს,“ - განაცხადა ჩხობაძემ.

 


 

 „მწვანე ალტერნატივის კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი“ ირაკლი მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებას ხელს უწყობდა საზღვარგარეთიდან შემოსული დაბეგრილი ხე-ტყე.

 

„ხე-ტყის უკანონოდ მოჭრის საკითხი ძალიან დიდი პრობლემაა, თუმცა ბოლო პერიოდში მწვავედ აღარ განიხილებოდა. საქართველოში ხე-ტყის წარმოება არ მიმდინარეობს, ხოლო  ნებისმიერი უკანონოდ მოპოვებული მერქანი ექსპორტზე თავისუფლად გადის. ამ დრომდე იმპორტი უნდა გათავისუფლებულიყო დაბეგვრისგან და პირიქით, ექსპორტი დაბეგრილიყო.

 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ძალიან კარგია, თუმცა ვთვლი, რომ ძალიან დაგვიანებულია.

 

უნდა დაწესდეს ისეთი ტარიფები, რომ ჩვენ მოქალაქეებს მასალის საქართველოში დამზადება აღარ უღირდეთ,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა. 

 

 

რაც შეეხება „ტყის კოდექსს“, ირაკლი მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ პირველად 1989 წელს მიღებული ტყის კოდექსი თავიდანვე არ იყო კარგი, რადგან დღეს ტყეების დაცვას და მათ გამოყენებას ვერ უზრუნველყოფს.

 

„ტყის ცუდი კოდექსის ბრალია ის, რომ ეკოსისტემის საქმე უკან მიდის,“ - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა შეურიგებელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში.

 

მისივე თქმით, ხე-ტყის უკანონოდ ჭრის პრობლემის გადასაჭრელად უკვე დაიწყო მსჯელობა და ფინანსთა სამინისტრო მთავრობის სხდომაზე ამ პრობლემის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარადგენს.

 

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ხე-ტყის იმპორტი გათავისუფლდება დღგ-სგან, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია.

 

ამასთან ერთად, პრემიერმინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ. მორისა და ფიცრის ექსპორტზე.

 

 

აქვე ცნობილი ხდება, რომ ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა, „ტყის კოდექსის“ კანონპროექტი წარადგინა. სამინისტრომ ახალი „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის შემუშავება 2014 წელს დაიწყო.

 

საქართველოს ტყეების მართვა ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. ასევე, დგინდება ტყის ახალი განმარტება და კატეგორიზაციის სრულიად ახლებური წესი. კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს საქართველოში ტყეზე საკუთრების ახალი ფორმების შემოღება.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე





„ბადაგონმა“ ხელის სადენზიფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო

„ბადაგონმა“ ხელის სადენზიფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო
access_time2020-03-31 17:00:09
„ბადაგონი საქართველოსთვის“- ამ სლოგანით ღვინის კომპანიამ ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე დაფუძნებული 80-%- იან სადენზიფეციო ხსნარის დამზადება დაიწყო. კომპანია სპეციალურ ხსნარებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უსასყიდლოდ გადასცემს ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკლესიას, კახეთის მუნიციპალიტეტის მერიებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის. „ბადაგონში“ განმარტავენ, რომ ეს პროდუქტი სრულად...

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“
access_time2020-03-31 16:00:30
„ჯორჯიან ეარვესის“  ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი  სოციალურ ქსელ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოდი, ცოტა ხნით მოვწყდეთ ამ კორონას თემას და მომავლისკენ გავიხედოთ... მერწმუნეთ, რომ ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ ფიქრი ეკონომიკაზე, ჩვენთვის სულ რამოდენიმე თვეში ეკონომიკური კრიზისი გაცილებით დიიდ ზიანს და ზარალს მოგვიტანს ვიდრე კოვიდი. რამოდენიმე მოსაზრება-წინადადება მექნებოდა და გთხოვთ რომ სახლში ყოფნისას თქვენც მომაწოდოთ...

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას
access_time2020-03-31 12:30:09
ვითიბი ბანკი განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს. „აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ,...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს
access_time2020-03-31 13:30:46
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2971-ით დაიწყო, 13:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2875-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3600...

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...


მსგავსი სიახლეები

up