ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე Gepherrini საკუთარ კოლექციას წარადგენს

ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე Gepherrini საკუთარ კოლექციას წარადგენს

access_time2022-02-04 14:00:26

ტყავისა და ტყავის შემცვლელი პროდუქციის დუბაის საერთაშორისო გამოფენა APLF 2022 დაახლოებით ერთ თვეში გაიმარტება. მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას საქართველოდან სულ რამდენიმე კომპანია, მათ შორის, Gepherrini (,,გეფერინი“)  წარადგენს, რომელიც უცხოურ ბაზარზე უკვე კარგად ნაცნობი ბრენდია. კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე მზად არის ახალი გამოწვევებისთვისაც, რა მოლოდინიც  მას საერთაშორისო გამოფენის მიმართ აქვს.              

 

როგორც ილია გეფერიძემ ,,კომერსანტთან“ აღნიშნა, პანდემიურ პერიოდში მისთვის ეს პირველი მასშტაბური გლობალური გამოფენაა. სააგენტოც „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით,  მსგავს გამოფენაში იგი მონაწილეობდა  2018-2019 წლებშიც,  რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამყარა საერთაშორისო მყიდველებთან ე.წ „buyer”-ებთან. სწორედ ამ ღონისძიების შედეგად, შპს Gepherrini-ს და კომპანია „InterBlock Hong Kong Limited” შორის წარმატებული კონტრაქტი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქართულმა კომპანიამ ჰონგ-კონგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო ცენტრში კუნძულის ტიპის მაღაზია გახსნა.


,,ტყავის და ტყავის შემცველი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული კომპანიები მონაწილეობას ,,აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით მივიღებთ. ონლაინ სერვისებს თუ არ ჩავთვლით, გლობალურ გამოფენებში მონაწილეობის საშუალება არ გვქონია 2019 წლის შემდეგ, კორონავირუსმა ამის შესაძლებლობა მაქსიმალურად შეზღუდა. მოლოდინი დიდია, მით უმეტეს, კოვიდური სიტუაცია მეტნაკლებად გაუმჯობესებულია. დიდ იმედს ვამყარებთ დუბაის გამოფენაზე, გვექნება პოტენციური პარტნიორების გაცნობის რეალური შესაძლებლობა და ჩვენი პროდუქციით კიდევ მეტი ადამიანი დაინტერესდება. წინა გამოფენებიდან ახალი ხელშეკრულებებით დავბრუნდით და ახლაც იმედიანად ვართ განწყობილი, დანარჩენს დრო და შესაძლებლობა გვიჩვენებს“, - ამბობს ილია გეფერიძე ,,კომერსანტთან“.


ცნობისთვის, ტყავის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Gepherrini ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა. ტრადიციული ორნამენტებით გაწყობილმა, გეომეტრიული დიზაინის ჩანთებმა დაინტერესება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიწვია.



ქართული რენდის პროდუქცია წარმატებით იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, შვედეთში, ჩინეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. კომპანიას ჯამში, 42 სარეალიზაციო წერტილი აქვს. მათ შორის, ფლობს 4 საკუთარ მაღაზიას საქართველოში და 7-ს საზღვარგარეთ.

 

როგორც Gepherrini-ს დამფუძნებელი ამბობს, დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობა კიდევ ერთი შანსია, დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები.

 

მარი ჩიტაია

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up