ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში ერთ-ერთ მთავარ საკითხად საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების სისტემურ რეფორმას ასახელებს, რომლის შედეგადაც საკრედიტო რესურსების მკვეთრი გაიაფება მოხდება.
მამუკა ხაზარაძის ინიციატივის შესაფასებლად „კომერსანტმა“ თხუთმეტივე ქართული კომერციული ბანკის წარმომადგენელს მიმართა.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, ბანკის დამფუძნებლის ინიციატივაზე კომენტარს არ აკეთებს და არც იმ თემაზე სურს საუბარი თუ რატომ გახდა მნიშვნელოვანი მამუკა ხაზარაძისთვის კრედიტების გაიაფება მხოლოდ პოლიტიკაში წასვლის შემდეგ. უარი განაცხადა აღნიშნული საკითხის შეფასებაზე „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემაც. „ბაზისბანკის“ გენერალური დირექტორი დავით ცაავა კი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური თემაა და სწორედ ამის გამო არ სურს საკითხის შეფასება.
„კომერსანტი“ დაუკავშირდა ყველა სხვა კომერციული ბანკის წარმომადგენელს ან/და ხელმძღვანელ პირებს, თუმცა საკრედიტო რესურსების მკვეთრი გაიაფების ინიციატივის შეფასება არცერთმა მათგანმა არ ისურვა, მათ შორის:
ვითიბი ბანკი ჯორჯია;
ლიბერთი ბანკი;
ქართუ ბანკი;
პროკრედიტ ბანკი;
ტერაბანკი;
კრედო ბანკი;
სილქ როუდ ბანკი;
ფინკა ბანკი საქართველო;
ხალიკ ბანკი საქართველო;
იშ ბანკი საქართველო;
პაშა ბანკი საქართველო;
ზირაათ ბანკი საქართველო.