მეთხილეობაში ცოდნის ნაკლებობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება

მეთხილეობაში ცოდნის ნაკლებობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება

access_time2022-04-20 15:00:58

დასავლეთ საქართველოში თხილის წამლობა დაიწყო. როგორც ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში“ აცხადებენ, პირველი 2 წამლობა აპრილსა და მაისში ძირითადად სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ არის მიმართული. წინა წლებისგან განსხვავებით, თხილის ხარისხი აშკარად გაუმჯობესებულია, თუმცა მავნებლები კვლავ რჩება გამოწვევად.


როგორც აღმოჩნდა, ამ ეტაპზე ფაროსანაზე მეტ საფრთხეს თხილისთვის სხვადასხვა დაავადებაა, მათ შორის, ,,ნაცარი“, რომელსაც ფერმერები ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ებრძვიან.


,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი თოდუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ სეზონის განმავლობაში მინიმუმ 6 წამლობა უნდა ჩატარდეს, რათა  მავნებლებს თხილი გადაურჩეს.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.


,,თხილის პირველი წამლობა დაიწყო. თხილში ჯერ არ არის ფაროსანა, უფრო მაისის ბოლოდან გამოჩნდება. შესაბამისად, პირველი ორი წამლობა სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ არის მიმართული.  თხილთან დაკავშირებულ აგროღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული ფერმერები, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სქემის მიხედვით  ხელმძღვანელბენ. ყველაფერი კეთდება, რომ მოსავლიანობის და ხარისხის მხრივაც წლევანდელი სეზონი გამორჩეულად კარგი იყოს, მეტ შედეგს ველოდებით. ფაროსანასთან ბრძოლის პარალელურად, აგროღონისძიებები მიმართული გოგრდის, ნაცრის და სხვა დაავადებების წინააღმდეგ სხვადასხვა დამცავი საშუალებებით. წამლობის პროცესი არის მცენარეთა დაცვაჩვენი მიზანია, კარგი მოვლის შემთხვევაში ფერმერებმა მიიღონ, მინიმუმ, 45%-იანი გამოსავლიანობა. ეს იდეალური შედეგია, მით უმეტეს, ირიგაციის გარეშე.  შარშანაც ბევრმა, ვინც 6-ჯერ ჩაატარა წამლობა, 9 ლარად გაყიდეს თხილი, ეს არის ჩვენი მიზანიც, რომ მოსახლეობამ მოსავლისგან რაც შეიძლება მაღალი სარგებელი მიიღოს, - ამბობს გიორგი თოდუა.



ერთ-ერთი პრობლემა, რაც თხილის მოვლას უკავშირდება მცირე ფერმერებში ცოდნის დეფიციტი და ტრადიციული მიდგომაა. თუმცა, როგორც თოდუა ამბობს, მსხვილ ფერმერულ მეურნეობებში ეს პრობლემა დიდწილად მოგვარებულია.


,,მოსავლის მოვლის მხრივ არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ პრობლემა ამ მიმართულებით არ მოგვარებულა. ეს არის სიზარმაცის, უცოდინარობის პრობლემა. თუმცა წლიდან წლამდე უფრო ინფორმირებულია ხალხი და იზრდება მცოდნე ფერმერების რაოდენობაც. მსხვილ ფერმერებთან დაკავშირებით სიტუაცია ნორმალურადაა და მოვლა-შენახვის სტანდარტს მაქსიმალურად ითვალისწინებენ, რაც თხილის რაოდენობაზეც აისახება, შარშანდელი წელი მეთხილეობაში ამ მხრივ აშკარად გამორჩეული იყო“, - ამბობს თოდუა ,,კომერსანტთან“.


თხილის დაავადებებთან დაკავშირებულ რისკზე საუბრობენ სპეციალისტებიც. აგრონომი, ,,აგრო ექსპერტთა ასოციაციის“ წამყვანი სპეციალისტი ნინო ჭიორელი აღნიშნავს, რომ ფაროსანაზე  გაცილებით მეტი ძალისხმევა ფერმერებს თხილსა და ხილზე გავრცელებულ დაავადებებთან და მავნებლებთან საბრძოლველად სჭირდებათ. ყველაზე დიდი პრობლემა კი, რაც მოსავლიანობას ხელს უშლის, ნინო ჭიორელის ინფორმაციით, ფერმერებში ცოდნის დეფიციტი და ინფორმაციის ნაკლებობაა.


,,ფაროსანაზე მეტად შარშან დასავლეთ საქართველოში პრობლემა ძირითადად თხილის გულის სიდამპლე იყო. ეს არის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებით გამოწვეული სიდამპლე, რომელსაც სპეციალური პესტიციდებით წამლობენ. აღსანიშნავია, რომ თხილს აზიანებს როგორც მავნებლები, ასევე  სოკოვანი და ვირუსული დაავადებები. ბაქტერიებიდან ხშირია ამერიკული თეთრი პეპელა, თხილის ცხვირგრძელა, აბლაბუდიანი ტკიპა, მენაღმე ჩრჩილი, ამბროზიის ხოჭო, აზიური ფაროსანა (ბაღლინჯო) და სხვა. სოკოვანი დაავადებიდან განსაკუთრებით სახიფათო და გავრცელებულია ყველა ფერმერისთვის ცნობილი თხილის ნაცარი, თხილის ტოტების შავი კიბო, ნაყოფის სიდამპლე, ვირუსული დაავადებიდან მცენარეს აზიანებს რგოლური ლაქიანობა, ასევე მნიშვნელოვანი და  საყურადღებოა ბაქტერიული დაავადებები - ბაქტერიული სიდამწვრე და ბაქტერიული კიბო. მნიშვნელოვანია, რომ წამლობა ჩატარდეს უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ჯერადობის ნორმის დარღვევით საფრთხე ემუქრება როგორც მოსავალს, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას , - განმარტავს ნინო ჭიორელი.


რაც შეეხება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით  პრევენციის საშუალებებს, როგორც აგრონომი განმარტავს,  მნიშვნელოვანია მოსავლის აღების შემდეგ დამუშავდეს ნაკვეთი როგორც მავნებლის, ასევე დაავადებების მიმართ.  ამისთვის საჭიროა ნარჩენის დროულად გატანა და განადგურება, ასევე სარეველას მოწვა. ვინაიდან, როგორც ნინო ჭიორელი აღნიშნავს, თუ ეს ყველაფერი არ გაკონტროლდება, ვერც მავნებლის და სხვადასხვა დაავადების გავრცელების პრობლემა მოგვარდება.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, გლობალური დათბობის ფონზე შეინიშნება საკარანტინო მავნებლების პოპულაციების მკვეთრი მატება.

 

პრობლემის დასაძლევად ყოველწლიურად ხორციელდება მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, რომლებიც ეხმარება ფერმერებს მოსავლის შენარჩუნებაში, რაც ექსპორტზეც შესაბამისად აისახება. კერძოდ, 2021 წელს, თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (24 ათასი ტონა), ექსპორტირებული თხილის უდიდესი ნაწილი გადის (69%) ევროკავშირის ბაზრებზე, ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა იტალია, გერმანია, ესპანეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი და სხვ

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up