თხილის მოსავლის დაცვის მიზნით   აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა  ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს

თხილის მოსავლის დაცვის მიზნით აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს

access_time2020-05-25 13:44:31

ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები შეუფერხებლად მიმდინარეობს. დასავლეთ საქართველოში მავნებლის რიცხოვნობის და არეალის დადგენის მიზნით მონიტორინგი აქტიურად ხორციელდება. მონიტორინგის შედეგებით, მავნებელი, მისი ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე, ახლა იწყებს კვერცხდებას და გამრავლებას. შესაბამისად, ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერების ჩართულობა და შეწამვლის სამუშაოების დროულად და სწორად ჩატარება.


მიუხედავად იმისა, რომ მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მას თხილის მოსავლის დაზიანება ნებისმიერ დროს შეუძლია.


სურსათის ეროვნული სააგენტო, „თხილის გადარჩენის პროგრამის" ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, რომელშიც ათი ათასობით მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული. ფერმერთა ჯგუფები რეკომენდაციებს იღებენ 150 აგრონომ-კონსულტანტისაგან. შეწამვლითი სამუშაოებისათვის გამოყოფილია 2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი.



ასოციაციაში განმარტავენ, რომ დასავლეთ საქართველოში ფერმერები აგროსამუშაოებს აგროკონსულტანტების რეკომენდაციებით აქტიურად ახორციელებენ. თუმცა, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ თხილის მოსავლის დაზიანება და შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს შარშან მიღწეული შედეგები, უმნიშვნელოვანესია, ინტენსიურად გაგრძელდეს მოსავლის დაცვის ღონისძიებები და სოკოვან დაავადებებთან ერთად, სწორედ ამ პერიოდში ჩატარდეს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა შემუშავებული სქემის მიხედვით.


„თხილის გადარჩენის პროგრამა" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან" ერთად 2019 წელს შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კომპლექსური ღონისძიებები (სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლითაც ისარგებლეს ფერმერებმა, აგროკონსულტანტების მონაწილეობით ჩატარდა მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოები). სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ფერმერებმა თხილის კარგი მოსავალი მიიღეს..


აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, USAID/საქართველომ თხილის სექტორის განვითარების პროექტის" (G-HIP) ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს 104 ათასი ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი) გადასცა.




თეგები:
თხილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up