თხილის მოსავლის თითქმის 70% ექსპორტირებულია

თხილის მოსავლის თითქმის 70% ექსპორტირებულია

access_time2022-01-12 13:00:08

2021 წელი თხილის ექსპორტისთვის მეტნაკლებად სტაბილური აღმოჩნდა. ამ დროისთვის მოსავლის დაახლოებით 60-70% ექსპორტირებულია და პროდუქტი სრულად მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაიყიდება. თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია Nuts.ge-ს დამფუძნებელი მამუკა ბერიაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ 2020 წელი მსოფლიო ბაზრისთვის საკმაოდ რთული იყო, პანდემიით გამოწვეული შოკური ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც მომდევნო წელს მეტნაკლებად შემცირდა და ბაზარი უფრო სტაბილური გახდა.

 


,,2021 წელს თხილის მოსავლის რაოდენობა და ექსპორტიც გაიზარდა. გარდა იმისა, რომ ბოლო პერიოდში ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემები დიდწილად მოგვარებულია, შოკური ფაქტორებიც აღარ არის ისეთი, რაც პანდემიური ვითარების გამო 2020 წელს იყო. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის თხილის დაახლოებით 60-70% ექსპორტზეა გასული. გარკვეული ზრდის მიუხედავად, გამოწვევები მაინც რჩება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ პანდემია ისევ გრძელდება და ლოგისტიკაც ახლებურად გადაეწყო, ეს ეხება როგორც ფასებს, ასევე გლობალურ ბაზრებზე შექმნილ სიტუაციას. ქართული თხილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული თურქეთის ბაზარზე. იქ ბაზარი ლირის კურსზეა დამოკიდებული, ასევე მოსავლის რაოდენობაზე, ამაზეა მიბმული თხილის ფასიც. საექსპორტო ღირებულება ამ ეტაპზე 6 დოლარის ფარგლებშია. ლოგისტიკური პროცესების პარალელურად თხილზე ფასი საშუალოდ 1-1.5 დოლარით შემცირდა, თუმცა მთლიანობაში სეზონი სტაბილურია, მით უმეტეს პანდემიური ვითარების ფონზე, რაც ჯერჯერობით  გამოწვევად რჩება“, - ამბობს მამუკა ბერიაშვილი ,,კომერსანტთან“.

 


ცნობისთვის, კომპანია Nuts.ge საქართველოში, კონკრეტულად კი ზუგდიდსა და ყვარელში თხილის გადამამუშავებელ 2 საწარმოს მართავს, რომელთა წლიური წარმადობა 3 000 ტონა მზა თხილია.




კომპანია თხილის რეალიზებას 25 ქვეყანაში, თითქმის ყველა კონტინენტზე ახორციელებს.

 


რაც შეეხება თხილის ექსპორტს, 2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 2022 წლის 9 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 17.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ  81.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 


გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.8 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 7.7 მლნ აშშ დოლარით (10%) გაიზარდა.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up