საქართველოდან თხილის ექსპორტი ინავარ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 88.6%-ით $35.6 მლნ-მდე გაიზარდა. წლის ბოლომდე, ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, თხილის ექსპორტი $175 მლნ-ს გადააჭარბებს, რითაც 2015-2016 წლების მაჩვენებლებს დაუბრუნდება.
საქართველოში იტალიური ბრენდის - ფერეროს შემოსვლის შემდეგ, რომელმაც პლანტაციების გასაშენებლად 3000 ჰა მიწა შეიძინა, თხილის ექსპორტი 70-75 მლნ-დან $180 მლნ-მდე გაიზარდა. 2017-2019 წლებში ფაროსანამ თხილის ექსპორტი ისევ $70 მლნ-მდე შეამცირა. 2020 წლიდან კი ხელახალი ზრდა დაიწყო და 40%-იანი მატების შემდეგ $94 მლნ-ს მიაღწია.
თუ მსოფლიოში საქართველო ღვინის ექსპორტიორების ოცეულშია, თხილის ექსპორტში ხუთეულში იმყოფება და თურქეთის შემდეგ მეორე ადგილის დაკავების შანსიც გააჩნია.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, თხილის წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი 70 000 ტონას შეადგენს, რაც ფაროსანამდელ პერიოდსაც კი აღემატება. რაოდენობასთან ერთად გაუმჯობესებულია ხარისხი და ფასიც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თხილის შემთხვევაში ექსპორტის 80% ევროკავშირზე მოდის, რაც მოულოდნელი ემბარგოს ალბათობას, რასაც რუსეთი ხშირად მიმართავს პოლიტიკური მიზნებით, მინიმუმამდე ამცირებს.