თხილის ჩასაბარებელი ფასი  წელს 10 ლარს მიაღწევს

თხილის ჩასაბარებელი ფასი წელს 10 ლარს მიაღწევს

access_time2021-07-26 15:00:04

საქართველოს რეგიონებში ნედლი თხილის რეალიზაცია დაიწყო. 1 კგ პროდუქტის ფასი ამ ეტაპზე 3-3,50 ლარია, თუმცა სეზონის განმავლობაში იგი რამდენიმეჯერ დაკორექტირდება.

 

თხილის საპროგნოზი ფასი წელს 9-10 ლარია.  როგორც თხილის ჩამბარებელ პუნქტებში აცხადებენ,  შარშანდელთან შედარებით, მოსავლიანობა გაზრდილია და ხარისხიც უკეთესია, რაც, ძირითადად, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დამსახურებაა.

 

,,მეთხილეობაში გარკვეული წარმატება მიღწეულია და ეს შედეგი სეზონის ბოლომდე როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. შარშანდელი მოსავალი ტენიანი იყო უხვი ნალექის გამო. წელს მშრალი ამინდებია და ამ მხრივ უკეთესი სიტუაციაა. ხარისხიც მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია. თუმცა მასიურად რომ ხდებოდეს წამლობა, ბევრად კარგი შედეგი მიიღწევა. არიან ოჯახები, სადაც თხილი სეზონის განმავლობაში საერთოდ არ შეწამლულა. მიუხედავად ამისა, ნორლამური სეზონია, 3-3,50 ლარის ფარგლებში მერყეობს ფასი, რაც საწყისი ეტაპისთვის კარგია. სეზონის ბოლომდე ფასი კიდევ შეიცვლება. ჩვენი პროგნოზით, წელს 3 დოლარზე ნაკლებად თხილი არ უნდა გაიყიდოს. ეს ნიშნავს, რომ გლეხები მოსავალს სულ მცირე, 10 ლარად ჩააბარებენ, ამდენი ღირდა თხილი ფაროსანამდეც, -  ამბობს ,,კომერსანტთან“ საუბარში წალენჯიხაში მდებარე საწარმო ,,ჯეო დემოს“ დირექტორი შოთა ჯანჯღავა.

 

სეზონის დასაწყისში თხილის ფასით და ხარისხითაც დასავლეთ საქართველოს ფერმერები კმაყოფილი არიან.

 


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კახათში მცხოვრებ ვახო ბესელიას თქმით, საკარმიდამო ნაკვეთებში თხილის შეგროვება დაიწყო, ხოლო სეზონი დაახლოებით  აგვისტოს ბოლომდე  გაგრძელდება.

 

,,ამინდის გავლენა ხარისხს დაეტყო, მშრალი თხილია, რის გამოც წელს მოსავლის აღება ადრე დავიწყეთ როგორც ქვედა, ასევე მაღალი ზონის სოფლებში. რაც შეეხება ფასს, დაახლოებით 3,50 ლარამდეა, ეს არის ნედლი პროდუქტი, რაც ნიშნავს, რომ 1 ტონა თხილის წონა სინამდვილეში 700-800 კგ.- უდრის. მოსავალი შარშანდელთან შედარებით მეტია, ჯერჯერობით არც ფასია ურიგო, წინა წლებში, ზუსტად ამ დროს, ხალხი თხილს 2,50 ლარზე ძვირად ვერ ყიდდა “, - ამბობს ფერმერი ,,კომერსანტთან“.

 

სათხილის მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, თხილის წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი 70 000 ტონას შეადგენს, რაც ფაროსანამდელ პერიოდსაც კი აღემატება.


რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან თხილის ექსპორტი ინავარ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 88.6%-ით, 35.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა.  წლის ბოლომდე, ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, თხილის ექსპორტი 175 მლნ დოლარს გადააჭარბებს, რითაც 2015-2016 წლების მაჩვენებლებს დაუბრუნდება.


მარი ჩიტაია



თეგები:
თხილი ფასი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up