„თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით, საგადასახადო კოდექსში შეტანილმა  ცვლილებებმა სახელმწიფო ბიუჯეტს, ბოლო ექვს თვეში, 300%-ით გაზრდილი შემოსავალი მოუტანა“

„თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით, საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა სახელმწიფო ბიუჯეტს, ბოლო ექვს თვეში, 300%-ით გაზრდილი შემოსავალი მოუტანა“

access_time2021-01-08 11:30:52

„თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით, საგადასახადო კოდექსში შეტანილმა  ცვლილებებმა სახელმწიფო ბიუჯეტს, ბოლო ექვს თვეში, 300%-ით გაზრდილი შემოსავალი მოუტანა“  - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე

 

 

მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, 2020 წელს ქვეყნის სანავთობო ინდუსტრიაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნებოდა.  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აქტიური ჩართულობითა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებში განხორციელებულმა ცვლილებებმა და გამკაცრებულმა ადმინისტრირებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა, როგორც კეთილსინდისიერი ბიზნესის წახალისებასა და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებაზე, ასევე შენატანებზე სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

 

„საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ თხევადი გაზის დაბეგვრის წესში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შესაბამისი აქციზით დაბეგვრას დაექვემდებარა ნავთობპროდუქტის იმპორტისათვის წლების მანძილზე გამოყენებადი ე.წ. უაქციზო სასაქონლო კოდი და ნაცვლად ორეტაპიანი, მანიპულირებას დაქვემდებარებული დაბეგვრის მოდელისა, ამოქმედდა ერთეტაპიანი დაბეგვრის წესი - 300 ლარის ოდენობით. შედეგად, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების თარიღიდან, ექვსი თვის განმავლობაში, სახელმწიფი ბიუჯეტმა, მოსალოდნელზე 300%-ით მეტი შემოსავალი მიიღო. მათ შორის, ნახევარზე მეტი - სწორედ ე.წ. უაქციზო კოდის დაბეგვრით“ - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე.

 

 


მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შედეგის პარალელურად შეუფერხებლად გრძელდება თხევადი გაზის ბიზნეს სეგმენტის განვითარება. 2020 წლის 11 თვის მაჩვენებლების თანახმად, თხევადი გაზის იმპორტი აღემატებოდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიისა. აქვე აღსანიშნავია,  რომ 2020 წელს, პანდემიის გამო ეკონომიკაში შექმნილი პრობლემებისა და შენელებული აქტივობების შედეგად, შემცირებულია ქვეყანაში ბენზინის ტიპის საწვავის იმპორტი.

 

 

 

შავლეგ მიშველეძის თქმით, „სამწუხაროდ, მიუხედავად ზემოთქმულისა, გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რომლის მიზანიც გახლავთ, აღმოფხვრილი, უკვე წარსულს ჩაბარებული უაღრესად მანკიერი პრაქტიკის უკან დაბრუნება. აქვე შეგახსენებთ, რომ  ნავთობპროდუქტის, ანუ აქციზის გადასახადის გადახდას დაქვემდებარებული პროდუქტის ნაწილის იმპორტისას სახელმწიფო ბიუჯეტი იღებდა ნულ ლარს, ხოლო ნაწილის შემთხვევაში - კუთვნილი გადასახადების მხოლოდ მცირე ნაწილს“.

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ თხევადი გაზის ინდუსტრიაში ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება. მათ შორისაა,  თხევადი გაზის გასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საჭიროება და ამ კუთხით ერთიანი, თანამედროვე სტანდარტის შექმნა.

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივებით, ხელისუფლებასთან ეფექტიანი თანამშრომლობის გზით, განხორციელებული თითოეული საკანონმდებლო ცვლილებება თუ ნორმატიული აქტი პირდაპირ კავშირშია  საქართველოში ადმინისტრირების ხარისხის ამაღლებასთან, კეთილსინდისიერი ბიზნესის განვითარებასთან,  კონკურენტული გარემოს გაძლიერებასა და საბოლოო ჯამში  გაზრდილ საბიუჯეტო შემოსავლებთან“ - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

 

(R)

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up