თხევადი აირის (LPG) ინდუსტრია უკეთესობისკენ ცვლილებებს საჭიროებს

თხევადი აირის (LPG) ინდუსტრია უკეთესობისკენ ცვლილებებს საჭიროებს

access_time2020-05-08 11:16:52

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საქართველოში თხევადი აირის (LPG) იმპორტი და მოხმარება ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ტემპებით ხასიათდება. აღნიშნულ ბიზნესში შესვლა და საქმიანობის დაწყება მარტივია და ამ მხრივ რაიმე სახის შემზღუდველი ფაქტორი არ არსებობს. თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო აღნიშნული დარგი სწორედ არ ვითარდება, რაზეც მიუთითებს იმ პრობლემური საკითხების ჩამონათვალი, რაც ზემოაღნიშნულ ინდუსტრიაში არსებობს.


კერძოდ:


  1. აღრიცხვიანობის საკითხი - თხევადი აირი, ჩვეულებრივ როგორც სხვა ნებისმიერი ნავთობპროდუქტი, აქციზის გადასახადით დასაბეგრი პროდუქტიაა და მასზე აქციზის გადასახადის გადახდა ხდება შემდეგი პრინციპით: პროდუქტის განბაჟებისას მეწარმეები იხდიან ყოველ 1000 კგ-ზე 120 ლარს. ხოლო თუ აღნიშნული პროდუქტის მიწოდება ხდება ავტომობილების გასამართად, მეწარმეები რეალიზაციის შემდეგ უნდა იხდიდნენ დამატებით 180 ლარს. 2019 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოში იმპორტირებულ იქნა 28.109 ათასი ტონა თხევადი აირი, რომელიც შესაბამისად სრულად დაიბეგრა 120 ლარიანი აქციზის გადასახადით; ხოლო დამატებით 180 ლარით დაიბეგრა 6.582 ათასი ტონა ანუ საერთო იმპორტირებული ოდენობის მხოლოდ 23%, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის საავტომობილო საშუალება მოიხმარს თხევად აირს. ჩვენი ინფორმაციით, რეალიზებული პროდუქტის 70%-ზე მეტის გამოყენება ხდება ავტომობილების გასამართად (დანარჩენი საყოფაცხოვრებო თუ სხვა კომერციული დანიშნულებისთვის გამოიყენება), რაც იმაზე მიუთითებს, რომ რიგი მეწარმეები არ იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით 180-ლარიან გადასახადს.


2. ამასთან, ცალკე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ 2019 წელს იმპორტირებულ იქნა ასევე დამატებით 12.617 ტონა თხევადი აირი სეს ესნ კოდით 29011000000. ეს არის ე.წ. უაქციზო კოდი. ამ კოდზე არ ვრცელდება აქციზის გადასახადი, ვინაიდან ამ კოდით შემოტანილი პროდუქცია ადრე გამოიყენებოდა ქიმიურ მრეწველობაში და მისი იმპორტი ხორციელდებოდა უმნიშვნელო რაოდენობით. დღეისათვის კი ამ კოდის გამოყენებით უაქციზოდ განბაჟებული პროდუქტის მოცულობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ეს პროდუქტიც გამოიყენება როგორც საავტომობილო თხევადი აირი.


3. თხევადი აირის იმპორტი საქართველოში ხორციელდება სხვადასხვა სეს-ეს კოდებით,



მათ შორის 7 აქციზური და 1 არააქციზური. აღნიშნული პროდუქტები ხარისხობრივი თვისებებით სხვადასხვა პროდუქტებია. შესაბამისად, აუცილებელია მიღებულ იქნას ერთიანი ხარისხის სტანდარტი. საავტომობილო თხევად აირზე (LPG) ევრო კავშირის ქვეყნებში მოქმედებს სტანდარტი EN-589. იდენტური სტანდარტი მოქმედებს ასევე რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში თურქეთში და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც აღნიშნული პროდუქტის გამოყენება ხდება. აქვე გვინდა შევეხოთ ზოგიერთ ხარისხობრივ მაჩვენებელს, რომლებიც განსაზღვრავენ ძირითადად საავტომობილო თხევადი აირის ხარისხს, რომელიც მოქმედებს როგორც ავტომობილის გამართულ ფუნქციონირებაზე, ასევე ეკოლოგიაზე. EN-589 სტანდარტის მიხედვით I. საავტომობილო თხევად საწვავში პროპანის შემცველობა სტანდარტის მიხედვით უნდა იყოს: ა) საავტომობილო პროპანი - 85 + 10%; ბ) საავტომობილო პროპან-ბუტანი - 50 + 10%. 2. ალკენი (ბუტენი, პროპილენი) საწვავში საერთოდ არ უნდა იყოს. კერძოდ, ამცირებს ოქტანურ რიცხვს. 3.ოქტანური რიცხვი: მოტორული მეთოდით - 89 ერთეული, ისე მეთოდით - 99 ერთეული; 4. გოგირდის ზედმეტობა, იწვევს ტოქსიკური ნაერთების გამოყოფას. მისი შემცველობა უნდა იყოს არა უმეტეს 50მგ/კგ; 5. გოგირდ-წყალბადის შემცველობა უნდა იყოს 0. 6. ნაჯერი ორთქლი - მოქმედებს უსაფრთხოებაზე. კერძოდ, 40O C-ზე საერთოდ არ უნდა დარჩეს თხევადი ნარჩენი.



4. თხევადი აირით ავტომობილების გასამართი ობიექტები ითვლებიან მომატებული


საფრთხის შემცველ ობიექტებად და შესაბამისად, საჭიროა, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ შესაბამის ტექნიკურ, ხანძარსაწინააღმდეგო, ეკოლოგიურ თუ შრომის უსაფრთხოების კანონით დადგენილ ნორმებს. მათ აუცილებლად უნდა გააჩნდეთ შესაბამისი საქმიანობის ნებართვა და გავლილი უნდა ჰქონდეთ სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება. სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ობიექტების უმრავლესობას ეს არ გააჩნია.


ზემოაღნიშნული საკითხების მოუგვარებლობა იწვევს დარგის ქაოტურ, არასწორ განვითარებას, რაც ხელს უშლის ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბებას, ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, რის გამოც ბევრი დიდი თუ პატარა კომპანია უარს ამბობს მიიღოს მონაწილეობა ამ ბიზნესში. აღნიშნულის გარდა, დღევანდელი ვითარების გამო მნიშვნელოვნად ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტი, ყოველთვიურად აკლდება რა სოლიდური შენატანები. კეთილსინდისიერი მეწარმე, არაკონკურენტული გარემოს გამო, იძულებულია მიიღოს არსებული საქმიანობის მანკიერი წესები, ან გავიდეს ბიზნესიდან. მომხმარებელი კი, ხშირ შემთხვევაში იღებს უხარისხო, ზომა-წონაში დაკლებულ პროდუქტს.


შესაბამისად, ყველა მხარე, ვინც დაინტერესებულია, რომ გაჯანსაღდეს ვითარება ზოგადად ქართულ ბიზნესში, უნდა დადგეს ერთ მხარეს, რათა მოხდეს შესაბამისი სახის საკანონმდებლო ცვლილება, რაც არსებულ სავალალო ვითარებას გამოასწორებს.


ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up