თხევადი აირის (LPG) ბაზარი  განვითარებისათვის მოითხოვს ცვლილებებს

თხევადი აირის (LPG) ბაზარი განვითარებისათვის მოითხოვს ცვლილებებს

access_time2020-04-13 11:40:49

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის 1-ელ კვარტალში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 12.2 ათასი ტონა, რაც 6.0 ათასი ტონით ანუ 96.8 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის, იმპორტის 94.3% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.


თხევადი აირის იმპორტი საქართველოში ხორციელდება სხვადასხვა, მინიმუმ 6 (ექვსი) სეს ესნ კოდით. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის 1-ელ კვარტალში გათხევადებული აირების იმპორტის მთელი რაოდენობიდან 3.7 ათასი ტონის ანუ 30,3% იმპორტი განხორციელდა სეს ესნ კოდით 29011000000 (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები). ამ კოდზე არ ვრცელდება აქციზის გადასახადი, ვინაიდან აღნიშნული პროდუქცია ადრე გამოიყენებოდა ქიმიურ მრეწველობაში და მისი იმპორტი ხორციელდებოდა უმნიშვნელო რაოდენობით. დღეისათვის ამ კოდის გავლით უაქციზოდ განბაჟებული პროდუქტის მოცულობა კი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ეს პროდუქტი გამოიყენება როგორც საავტომობილო თხევადი საწვავი.


როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ,ბოლო წლების განმავლობაში ზოგადად იზრდება საქართველოში თხევადი აირის (LPG) გამოყენება საავტომობილო გამართვისათვის. ჩვენის აზრით, მიმდინარე ეტაპზე აღნიშნული ინდუსტრია არასწორად ვითარდება, რაც განპირობებულია რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით. თუმცა, ჩვენ შევეხებით ორ ძირითად პრობლემას: პროდუქციის იმპორტი და პროდუქციის ხარისხი.


რაც შეეხება იმპორტს: იმპორტის დროს სეს ესნ კოდით შემოსული აქციზური ნავთობპროდუქტი, რომელიც შემდგომში გამოიყენება როგორც საავტომობილო საწვავი, საერთოდ არ იბეგრება აქციზის გადასახადით. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ამ გზით იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა თხევადი გაზის საერთო იმპორტის 30% -ს შეადგენს.


პროდუქციის ხარისხი: აღნიშნულ პროდუქტზე არ არსებობს ხარისხის სავალდებულო სტანდარტი, მაშინ როცა ბენზინისა და დიზელის საავტომობილო საწვავის შემთხვევაში მოქმედებს ხარისხის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა და პროდუქციის იმპორტი ვერ განხორციელდება თუ პროდუქტი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.


რაც შეეხება თხევად აირს, ევროკავშირში მოქმედებს სტანდარტი EN-589. იდენტური სტანდარტი მოქმედებს 2018 წლის 1 იანვრიდან რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში და თითქმის ყველა პოსტ საბჭოთა ქვეყანაში.



აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს, რომ პროდუქტის შემადგენელი ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს. კერძოდ, პროპან-ბუტანის თანაფარდობა, ოქტანური რიცხვი მოტორული მეთოდით უნდა იყოს მინიმუმ 89 ერთეული, გოგირდ-წყალბადი - 0 ერთეული, გოგირდის შემცველობა - 50 მლ/კგ, წყლის შემცველობა - 0 ერთეული, უნდა ჰქონდეს სპეციფიკური სუნი და სხვა. აღნიშნული მაჩვენებლები განსაზღვრავენ პროდუქტის ხარისხს, თუ რამდენად აკმაყოფილებს იგი ეკოლოგიურ- ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებს და სხვა.


შესაბამისად, ჩვენ დღესდღეობით არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, თუ რამდენად აკმაყოფილებს საყოველთაოდ აღიარებულ სავალდებულო ხარისხობრივ მოთხოვნებს საავტომობილო თხევად აირთან დაკავშირებით საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული პროდუქტი.


ამ ყველაფერთან ერთად, ასევე სავარაუდოდ ადგილი აქვს აღურიცხავი პროდუქციის შემოდინების ფაქტებს. კერძოდ, რუსეთიდან შემოსული ზოგიერთი ავტროსატრანსპორტო საშუალებებით ტრანსპორტირებული პროდუქტის განბაჟების დროს პროდუქციის თანხმლები საბუთებით მითითებული ტვირთის წონა არ შეესაბამება ფაქტიურად სატრანსპორტო საშუალებებში ჩატვირთული პროდუქტის მოცულობას, რომელიც რეალურად შეიძლება იყოს 2-4 ტონით უფრო მეტი, რაც ნიშნავს, რომ ადგილი აქვს პროდუქტის შემოდინებას განბაჟების გვერდის ავლით.


ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნისა და ყველა მეწარმის თანაბარ პირობებში ჩაყენების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაზარალების შეჩერების, პროდუქციის ხარისხთან მიმართებაში მომხმარებელთა უფლებებისა და ზოგადად ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების მიზნით, საჭიროა ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცება და ბ) ხარისხის სავალდებულო სტანდარტის შემოღება სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების შესაბამისად.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up