თხევადი აირის ბაზარი ცვლილებებს მოითხოვს

თხევადი აირის ბაზარი ცვლილებებს მოითხოვს

access_time2020-02-28 09:30:07

თხევადი აირის (LPG) ბაზარი წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი ნაკლებად განვითარებული, რომელიც  საქართველოში გაზიფიცირების პროცესის მზარდი მასშტაბებიდან გამომდინარე ყოველწლიურად მცირდებოდა.


თხევადი აირის (LPG) მოხმარება ძირითადად ხდებოდა საყოფაცხოვრებო მიზნით, განსაკუთრებით რეგიონებში. თუმცა, ბოლო 2-3 წელია აქტიურად დაიწყო ამ პროდუქტის გამოყენება, როგორც საავტომობილო საწვავი. დღეისათვის 12 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება არის თხევადი აირის (LPG) მომხმარებელი, ფუნქციონირებს 200-ზე მეტი გასამართი პუნქტი, რომელიც ახდენს ავტომობილების გამართვას თხევადი აირით. შესაბამისად, გაზრდილია თხევადი აირის იმპორტი და მოხმარება საქართველოში. მაგალითისათვის ბოლო 4 წლის განმავლობაში თხევადი აირის (LPG) იმპორტი გაზრდილია დაახლოებით 213%-ით.


დღეისათვის აღნიშნული პროდუქტის მოხმარება ძირითადად ხდება როგორც საავტომობილო საწვავი. თუმცა ასევე ხდება მისი მოხმარება კომერციული და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით შედარებით მცირე მოცულობით. იმის გათვალისწინებით, რომ თხევადი აირის (LPG) სარეალიზაციო ფასი მნიშვნელოვნად დაბალია ბენზინის საწვავთან შედარებით, მისი მოხმარება მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამიტომ აუცილებელია, რომ თხევადი აირის (LPG) ინდუსტრია ჯანსაღად ვითარდებოდეს, ბაზრის ყველა მონაწილისათვის იყოს თანაბარი პირობა და მომხმარებლის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული, რაც სამწუხაროდ სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერ ხდება.


აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნულ ბიზნესში შესვლა და საქმიანობის დაწყება ხდება უმარტივესად, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ბიუროკრატიული თუ სხვა სახის შემზღუდველი ფაქტორი არ არსერბობს, რასაც სამწუხაროდ ბოროტად იყენებს ბევრი მეწარმე.



ქვევით შევეხებით ძირითად პრობლემებს, რომლებიც არსებობს თხევადი აირის ბაზარზე. კერძოდ,


  • ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა აღნიშნულ სექტორში ფისკალური აღრიცხვიანობის ადმინისტრირება. კერძოდ, თხევადი აირის (LPG) იმპორტის დროს პროდუქციის განბაჟებისას 1 ტონაზე აქციზის გადასახი შეადგენს 120 ლარს. თუ შემდეგ პროდუქციის მიწოდება ხდება როგორც საავტომობილო საწვავი, მეწარმე ვალდებულია დამატებით  გადაიხადოს ყოველ მიწოდებულ პროდუქციაზე  180 ლარი/ტონაზე. სამწუხაროდ, ჩვენი ინფორმაციით, მეწარმეების მნიშვნელოვანი ნაწილი არ იხდის ამ გადასახადს, რაც ბაზარზე ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, მნიშვნელოვნად აზარალებს როგორც როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე კეთილსინდისიერ მეწარმეებ ს.
  • სარეალიზაციო პუნქტების დიდი ნაწილი ფუნქციონირებს სათანადო ნებართვების გარეშე. მათ შორის, მათ მიერ უხეშადაა დარღვეული ტექნიკური ხანძარსაწინააღმდეგო და ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმები, რაც თვალსაჩინოა ყველასთვის.
  • რეალიზატორების დიდი ნაწილი ატყუებს მომხმარებელს თხევადი აირის (LPG)  ჩასხმის დროს ოდენობასთან დაკავშირებით, რაზეც უკმაყოფილებას გამოთქვამს ბევრი მომხმარებელი.
  • მომხმარებლისთვის მიწოდებული თხევადი აირის (LPG)  ხარისხის საკითხი. კერძოდ, აღნიშნულ პროდუქტზე არ არსებობს სავალდებული ხარისხის სტანდარტი, ისე როგორც ბენზინისა და დიზელის საწვავის შემთხვევაში. მაგალითისათვის, ევრო კავშირში მოქმედებს EN-589 სტანდარტი. უხარისხო პროდუქტმა შესაძლოა დააბინძუროს როგორც გარემო, ასევე უარყოფითად იმოქმედოს სატრანსპორტოს საშუალების გამართულ მუშაობაზე. დღეისათვის ბევრი მომხმარებელი აღნიშნულთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს.


ყოველივე ზემოაღნიშნული პრობლემატური საკითხი  იწვევს დარგის არასწორ განვითარებას, რაც ხელს უშლის ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბებას, ქმნის არაკონკურენტულ გარემოს და შესაბამისად, ყოველივე ამით, მნიშვნელოვნად ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტი, კეთილსინდისიერი მეწარმე და მომხმარებელი.


ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გეგმავს სახელმწიფო შესაბამის სტრუქტურებს შესთავაზოს სხვადასხვა ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული სფეროს სამართლიან და სტაბილურ განვითარებას.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up