30 თეთრით გაძვირებული თხევადი გაზი - „ფასის ზრდა მასზე მოთხოვნამ განაპირობა“

30 თეთრით გაძვირებული თხევადი გაზი - „ფასის ზრდა მასზე მოთხოვნამ განაპირობა“

access_time2019-12-18 11:00:50

„2019 წლის ზაფხულში თხევადი  გაზი, 1 კუბ/მ  90 თეთრი ღირდა, დღეს 1.20 ლარს ვიხდი“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პროდუქტის მომხმარებელმა,  სადისტრიბუციო კომპანია  „ჯითიეი“ ჯგუფის დირექტორი თორნიკე კაპანაძემ განუცხადა.   


„ზაფხულიდან დღემდე თხევადი გაზი 30 თეთრით გამიძვირდა.  სადისტრიბუციო კომპანია მაქვს და ხშირად მიწევს ავტომობილით გადაადგილება, ჩემს ბიზნესსზე პირდაპირ აისახა საწვავზე ფასის ზრდა. ტრანსპორტირებისა და რა თქმა უნდა ლარის გაუფასურების გამოც, პროდუქციაზე ხარჯი დაახლოებით 10%-ით  გავზარდე.“-აცხადებს  „ჯითიეი“-ის დირექტორი თორნიკე კაპანაძე.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რამ გამოიწვია პროდუქტზე ფასის ზრდა, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი  ვანო მთვრალაშვილი  თხევად გაზზე ფასის ზრდას მომხმარებლის მხრიდან გაზრდილ მოთხოვნასა და  საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრებას უკავშირებს, რის გამოც მეწარმეთა დიდი ნაწილი აქციზის გადასახადს თავს ვეღარ არიდებს. 

 


 “პროდუქტის მოხმარება, რეალიზაცია ბოლო დროს  საკმაოდ გაზრდილია. პროდუქტი როგორც საავტომობილო გამართვისთვის, ასევე საყოფაცხოვრებო და კომერციული მიზნებისთვისაც  გამოიყენება. პროდუქციის განბაჟების დროს 1 ტონა საწვავის ფასი  120 ლარია, თუ მეწარმე პროდუქტს ყიდის საავტომობილო გამართვისთვის, აქციზის ფასი დამატებით 180 ლარი უნდა გადაიხადოს. რასაც მეწარმეთა გარკვეული ნაწილი არ იხდიდა,  ხოლო ხარჯთწარმოქმნის დროს ჰქონდათ საშუალება დაბალი ფასი დაეწესებინათ ბაზარზე, რამაც ჯანსაღი კონკურენცია შეზღუდა. საგადასახადო ადმინისტირება ამ მიმართულებით მკაცრდება, შესაბამისად მოუწიათ გადასახადის გადახდა და რეალური ფასის დადება პროდუქტზე.  საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტი დეფიციტური არ არის და  მასზე არც  ფასი გაზრდილა.  ყველა იხდის გადასახადს, რაც ფასის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია.“-ამბობს ვანო მთვარალაშვილი.

 



მისივე თქმით, “ თხევადი აირის ღირებულება ბენზინის ფასთან მიმართებაში ყოველთვის  დაბალი იყო. რაც შეეხება ფიზიკურ მახასიათებლებს ავტობაზარზე ბუნებრივ აირს ნანდვილად ჰყავს ახალი კონკურენტი. 


დღეს  სატრანსპორტო საშუალებები რომელიც ამ ტიპის საწვავს მოიხმარენ, 7 000-ზე მეტია, მაშინ როდესაც  სამი წლის წინ 1000-მდე მერყეობდა მათი რაოდენობა.“ -აცხადებს მთვრალაშვილი.

 

მთვრალაშვილის აზრს იზიარებს და თხევადი გაზზე ფასის ზრდას მოთხოვნის მაღალ მაჩვენებელს უკავშირებს, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცეპრეზიდენტი პაატა ბაირახტარი.

 

„გლობალურ ბაზარზე არც პროდუქტის დეფიციტია და  არც ფასი გაზრდილა მასზე. უბრალოდ ადგილობრივ ბაზარზე თხევად გაზზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია, რაც აისახა მის ღირებულებაზეც და ვერ მოხერხდა პროდუქტის შესაბამისი მიწოდება.  რაც შეეხება დოლარის კურს, დომინირებს თუ არა პროდუქტის ფასზე, ვერ ვიტყოდი რადგან, სხვა საწვავზეც იქონია გავლენა, რაც მნიშვნელოვნად არ გაძვირებულა ბოლო პერიოდში.“- აცხადებს პაატა ბაირახტარი.



 ნათია ლომიძე





ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43...


მსგავსი სიახლეები

up