Twitter-ი შეზღუდვების გარეშე: როგორ შეცვლის ამ პლატფორმას ილონ მასკი?

Twitter-ი შეზღუდვების გარეშე: როგორ შეცვლის ამ პლატფორმას ილონ მასკი?

access_time2022-05-05 20:30:00

Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელმა და მფლობელმა სოციალური ქსელი Twitter-ი შეიძინა. რატომ იწვევს ზოგიერთი ექსპერტის შეშფოთებას ილონ მასკის დაპირება, რომ ეს პლატფორმა სიტყვის შეუზღუდავი თავისუფლების ადგილად უნდა აქციოს? აღნიშნულ კითხვაზე პასუხი Deutsche Welle-მ მოიძია.


ილონ მასკი Twitter-ის ალგორითმების მნიშვნელოვნად შეცვლას გეგმავს


სიტყვის შეუზღუდავი თავისუფლება „ციფრული ქალაქის მოედანზე“, როგორც ილონ მასკმა Twitter-ს უწოდა, მას 44 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ამის შესახებ შეთანხმებას მან კომპანიის მენეჯმენტთან 25 აპრილს მიაღწია. მასკის თქმით, ეს ასევე საფონდო ბირჟაზე Twitter-ის არსებობის დასასრულია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის აქციების გაყიდვა მხოლოდ არასაბირჟო ბაზრის დღის წესრიგით იქნება შესაძლებელი.


მასკის თქმით, მისი ქმედების ძირითადი მიზანი ფინანსური დაინტერესება არ ყოფილა. მართლაც, ფინანსური თვალსაზრისით, Twitter-ი მიმზიდველად ნამდვილად არ გამოიყურება. აღნიშნული სოციალური ქსელის ხელმძღვანელობას ხშირად მიუღია საყვედურები, რომ Twitter-ის ეკონომიკური პოტენციალი გამოუყენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბების პლატფორმის პოპულარობა უკიდურესად მაღალია, მისი მომხმარებლების რაოდენობა სათანადოდ მაინც ვერ გაიზარდა. შესაბამისად, Twitter-ის მოგება ჯერ არ არის ისეთი მასშტაბის, როგორიც მაგალითად, Facebook-ის ან Google-ის. 2017 წლის ბოლომდე Twitter-ს მოგება არასოდეს ჰქონია, 2018 წელს კი კომპანია პლუსში პირველად გავიდა. შარშან Twitter-მა 221 მილიონი დოლარი დაკარგა.


გასულ წლებში Twitter-ის პოზიცია ფინანსურ ბაზარზე ასევე არ იყო ისეთი სტაბილური, როგორც სხვა სოციალური ქსელებისა. 2013 წელს საფონდო ბირჟაზე მისი დებიუტი ძალიან მრავლისმთქმელი იყო - პირველივე დღეს აქციის ფასმა ემისიის მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბა. თუმცა მოგვიანებით ის ხშირად იკლებდა. The Wall Street Journal-ის მონაცემებით, გასულ წელს Twitter-ის შემოსავლის 90%-ი რეკლამაზე მოდიოდა. სამომავლოდ, ილონ მასკი იმედოვნებს, რომ შემოსავლის ძირითად ნაწილს მიიღებს არა რეკლამიდან, არამედ Twitter-ის გამოწერებიდან, საამისოდ კი გეგმავს, ის უფრო მიმზიდველი გახადოს.


პიონერი მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში


მოახერხებს თუ არა მასკი, რომელსაც მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში პიონერის რეპუტაცია აქვს, თავისი იდეების რეალიზებას ამჯერადაც? თუ გასულ წლებში მასკის ბიზნეს პროექტებს გადავხედავთ, ამაში დაუჯერებელი არაფერია. მისი კუთვნილი კომპანია Tesla ელექტრომანქანების სხვა წარმოებლებს უკვე წლებია უსწრებს. SpaceX-მა კი კოსმოსურ მოგზაურობაში რევოლუცია მოახდინა. ეს უკანასკნელი 2017 წლიდან თანამგზავრების გაშვების მიმართულებით მსოფლიო ბაზრის ლიდერი გახდა, 2020 წლიდან NASA-ს პილოტირებულ კოსმოსურ ფრენებს ახორციელებს, გასული წლიდან კი კოსმოსში გაფრენას კერძო პირებსაც სთავაზობს.


მასკმა საწყისი კაპიტალი გამოიმუშავა, როგორც Paypal-ის გადახდის სისტემის თანადამფუძნებელმა. 2002 წელს კი, როდესაც ეს კომპანია Ebay-მ ჩაიგდო ხელში, მასკმა ამით ძალიან დიდი მოგება ნახა. Bloomberg-ის უახლესი შეფასებით, მასკის ქონება 257 მილიარდ დოლარს აღწევს, მაგრამ ის თითქმის სრულად Tesla-სა და SpaceX-ის აქციებისგან შედგება.


Twitter-ი იქნება „უკეთესი, ვიდრე ოდესმე“



მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ახლა სოციალური ქსელებით დაკავდა. Twitter-ის შეძენისთანავე მასკმა განაცხადა, რომ მას სურს პლატფორმა გახადოს იმაზე „უკეთესი, ვიდრე ოდესმე“ ყოფილა. საამისოდ კი ის სოციალური ქსელისთვის ახალი ფუნქციების შეთავაზებასა და მისი ალგორითმების გასაჯაროებას გეგმავს. „სიტყვის თავისუფლება არის მოქმედი დემოკრატიის საფუძველი. Twitter-ი კი კაცობრიობის მომავლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების განსახილველი ციფრული ადგილია,“ - თქვა მან.


დიდი ბრიტანეთის ვორვიკის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ერიკ ჯენსენი DW-სთან საუბარში აცხადებს, რომ Twitter-ის გასვლა საფონდო ბაზრიდან ძალიან მომგებიანი იქნება. ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს განხორციელდეს გარკვეული ცვლილებები, რომლებიც რთული იყო ბირჟაზე დარეგისტრირებული კომპანიისთვის- მაგალითად, Twitter-დან ბოტებისა და ყალბი ანგარიშების წაშლა. ეს არის ზუსტად ის, რის გაკეთებასაც გეგმავს მასკი, რომელიც სამომავლოდ პლატფორმაზე დარეგისტრირებული ყველა ანგარიშის მფლობელის აუთენტიფიკაციას აპირებს. ამ დროისთვის Twitter-ზე მხოლოდ 400 ათასი მომხმარებელია გადამოწმებული, რაც სოციალური ქსელის 206 მილიონი რეგულარული მომხმარებლის მხოლოდ მცირე ნაწილია.


„ბოლო დრომდე Twitter-ი საკმაოდ უხალისოდ იღებდა ზომებს ბოტებისა და ყალბი ანგარიშების წინააღმდეგ, რადგან ასეთ შემთხვევაში Twitter-ის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა შეიძლებოდა მნიშვნელოვნად შემცირებულიყო,“ - ამბობს ჯენსენი. ეს კი ფინანსურ ბაზრებზე Twitter-ის პოზიციაზე უარყოფითად აისახებოდა. მეორე მხრივ, რეკლამის განმთავსებლებმა უფრო ზუსტად რომ იცოდნენ, ვინ დგას ამა თუ იმ ანგარიშის უკან - რეალური ადამიანი თუ ბოტი - ეს შეიძლება მათთვის დადებითი ფაქტორიც იყოს, - განაგრძობს ჯენსენი. მისივე განმარტებით, თუ Twitter გახდება ყალბი ამბების გენერირების პლატფორმა ან ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს შეურაცხყოფა დაუსჯელად მიაყენონ, ეს რეკლამის განმთავსებლებისთვის ნეგატიური ფაქტორი იქნება.


მასკის ტვიტები: რეზონანსიდან სკანდალამდე


თავად ილონ მასკის ტვიტები ხშირად ხდებოდა განხილვის საგანი არამხოლოდ Twitter-ზე მისი 83 მილიონი გამომწერისთვის - ეს რეზონანსი ამ სოციალური ქსელის ფარგლებს ხშირად სცდებოდა. მასკის გამოკითხვამ საკუთარ გვერდზე, უნდა გაყიდოს თუ არა Tesla-ს აქციები, ფართო საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია. არანაკლებ სენსაციური იყო Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელის ერთ-ერთი ბოლო ტვიტი, რომელშიც მან პუტინი დუელში გამოიწვია და უკრაინისთვის ბრძოლა შესთავაზა. Twitter-ზე მასკის აქტივობა გახდა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასთან (SEC) მისი პრობლემების მიზეზიც. Tesla-ს აქციებზე 2021 წლის ნოემბრის პოსტის შემდეგ კი აღნიშნული კომპანიის აქციების ფასი 11%-ით გაიზარდა.


იმავე წლის მაისში მასკმა განაცხადა, რომ თავისი ბიტკოინების გაყიდვას აპირებდა, რადგან კრიპტოვალუტები გარემოს აზიანებენო. მისმა ტვიტმა კრიპტოვალუტის ბაზარზე ფასების მკვეთრი რყევა გამოიწვია. ყოველივე ამან SEC-ში ეჭვი გამოიწვია, რომ ის კრიპტოვალუტის ბაზრით მანიპულირებდა. 2018 წელს მასკის ტვიტმა, რომლითაც ის ამბობდა, რომ კომპანია Tesla-ს ბირჟიდან ხსნიდა და უკვე ჰქონდა მისთვის უსაფრთხო დაფინანსება, SEC-თან სკანდალი გამოიწვია და ბიზნესმენს 20 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწია.


ინვესტორები ასევე რეგულარულად ჩივიან, რომ მასკი თავისი ტვიტებით Tesla-ს აქციების ფასზე ზეწოლას ახდენს. მიმდინარე წლის მარტში ერთ-ერთმა ინვესტორმა ჩეიზ გერრიტიმ მასკს უჩივლა, რამდენადაც მისმა „არამდგრადმა“ ტვიტებმა მაღალი იურიდიული რისკები გამოიწვია და აქციების ფასების ცვლილების მილიარდობით ზარალის საფრთხე შექმნა.


სიტყვის თავისუფლება Twitter-ზე: უზარმაზარი, მაგრამ არა უსაზღვრო


მასკის თქმით, ახლა Twitter-ზე მეტი სიტყვის თავისუფლება იქნება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პლატფორმა არანაირ წესს აღარ დაექვემდებარება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ ფლობს სოციალურ ქსელს, Twitter-ზე ფასებთან დაკავშირებული ინფორმაციის განთავსება კვლავ ტაბუდადებული იქნება და SEC-ი ამის მონიტორინგს გააგრძელებს.


ამავდროულად, ევროკავშირის მხრიდან მთელი რიგი შეზღუდვა არსებობს. არც ისე დიდი ხნის წინ, ევროკავშირის პარლამენტმა მიიღო ციფრული მომსახურების კანონი, რომელიც 45 მილიონზე მეტ ანგარიშის მქონე სოციალურ ქსელებს მნიშვნელოვან მოთხოვნებს უყენებს. ეს სიძულვილისა და ძალადობრივი ქმედების წამქეზებელი ტექსტების შეზღუდვას ეხება, პლატფორმაზე დაფიქსირებულ დასჯად ქმედებას კი შესაბამისი სამართლებრივი შედეგები უნდა მოჰყვეს. ამავდროულად, სოციალური ქსელები უნდა ებრძოდნენ დეზინფორმაციასა და ომის მხარდამჭერ ტექსტებს. თუმცა Twitter-ი ამ პოლიტიკას ბოლო წლებში ისედაც ატარებდა. მაგალითად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში დაიბლოკა მას შემდეგ, რაც 2021 წლის 6 იანვარს მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.


ექსპერტები თვლიან, რომ Twitter-ის ილონ მასკის მფლობელობაში გადასვლასთან ერთად, პლატფორმა ნაკლებად ზომიერი გახდება და ისინი, ვინც წარსულში ამ სოციალურ ქსელში დაბლოკილები იყვნენ, შეიძლება დაბრუნდნენ. თუმცა დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ის Twitter-ზე დაბრუნებას აღარ აპირებს, მაგრამ დარჩება მის მიერვე შექმნილ სოციალურ ქსელში- Truth Social.


imedinews.ge




თეგები:
Twitter



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up