ირანის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპულთა ოჯახის წევრები კანადის მთავრობისგან $25,000-ს მიიღებენ. წერს CNN.
ქვეყნის პრემიერმინისტრის განცხადებით, მისი მიზანი კანადის დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის ამ დროისთვის ყველაზე საჭირო და აუცილებელი დახმარებით უზრუნველყოფაა.
„დახმარება, რომელიც შესაძლოა, დაკრალვისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხბა ხარჯებისკენ იყოს მიმართული, მომდევნო დღეებში გაიცემა“, - განაცხადა ტრიუდომ.
მისივე თქმით, კანადა ირანისგან ამ ოჯახებისთვის კომპენსაციას ელის.
„მე შევხვდი ოჯახის წევრებს და მათ არ შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში ლოდინი. მათ ახლა სჭირდებათ მხარდაჭერა“, - აღნიშნა კანადის პრემიერმინისტრმა.
თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა, მათ შორის კანადის მოქალაქეებიც არიან. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო,
მანამდე, 8 იანვარს ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ამით თეირანმა ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის იძია შური.
Imedinews