Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც კასაბლანკა-სტამბოლის რეისს ასრულებდა, ბარსელონაში დაეშვა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა, რომ მშობიარობა ეწყებოდა.
ბარსელონაში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის 28 მგზავრი აეროპორტის ბაქანზე გადახტა და გაქცევას შეეცადა. მათგან მხოლოდ 14 დაჭერა და დაკავება გახდა შესაძლებელი.