თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის საფრანგეთში 2.4 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმები გამოწერეს.
ტელეარხ BFM TV-ს ინფორმაციით, პოლიციამ უკვე 18.000 ჯარიმა გამოწერა გადაადგილების შეზღუდვის რეჟიმის დარღვევისთვის.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად თვითიზოლაციის დარღვევისთვის პირს 135 ევროს ოდენობის ჯარიმა ეკისრება.
19 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რონ ბევრი ფრანგი ზერელედ უყურებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებულ ზომებს.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 372 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Imedinews.ge