თვითდასაქმებულების ნაწილი, მთავრობის 300-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებს

თვითდასაქმებულების ნაწილი, მთავრობის 300-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებს

access_time2020-04-28 11:50:29

თვითდასაქმებულები, რომლებიც ფიზიკურ პირებს ემსახურებოდნენ, მათ შორის ძიძებისა და რეპეტიტორების ნაწილი, ასევე სოფლად მცხოვრები მოქალაქეები, მთავრობის 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების ბენეფიციარებად არ ითვლებიან. შესაბამისად, ისინი ამ დახმარებას ვერ მიიღებენ.


„ინტერპრესნიუსს“ მთავრობის მიერ დაანონსებული ფინანსური დახმარების გაცემის დეტალებზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია ესაუბრა.


როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ყველა თვითდასაქმებული, რომელიც ოფიციალურადაა რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ასევე ის პირები, რომლებიც თავს თვლიან თვითდასაქმებულად და ამის მტკიცებულებად იურიდიული პირის მიერ გაცემულ დოკუმენტს წარადგენენ.


კითხვას, მიიღებენ თუ არა დახმარებას რეპეტიტორები, ძიძები, ტაქსის მძღოლები და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რომელთაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური თვითდასაქმებულებად აღრიცხავს, მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს: „ ტაქსის მძღოლების შემთხვევაში ლიცენზიები და ნებართვები ჩაითვლება საბუთად. რაც შეეხება ძიძებს და ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანებს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დოკუმენტების ვალიდურობის გადამოწმება არის შეუძლებელი და ძალიან რთული, ამიტომ ეს ადამიანები ბენეფიციარებად არ ჩაითვლებიან, თუმცა ძალიან ბევრი რეპეტიტორი გვყავს, რომელთა შემთხვევაშიც იურიდიული პირის მიერ დასაბუთება შესაძლებელი, ასევე ძიძების ნაწილი მიკრომეწარმეებად არიან რეგისტრირებულნი და შესაბამისად ასეთ შემთხვევაში ისინი მიიღებენ დახმარებას. რაც შეეხება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ისინი ავტომატურად თვითდასაქმებულებად არ ითვლებიან, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაერთი პროგრამა აქვს, რომელიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა დახმარების მიმართულებითაა ორიენტირებული“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.



როგორც თამილა ბარკალაიამ განმარტა, იმ ადამინების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან, ონლაინ პორტალი იქნება, სადაც მოქალაქეები პერსონალური ინფორმაციის მითითებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთავს შეძლებენ, შემდეგ კი კომისიის მიერ განხილვისა და დოკუმენტების ვალიდურად ცნობის საფუძველზე, ისინი ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.


„იქმნება ონლაინ რეგისტრაციის პორტალი, სადაც თვითდასაქმებულს ან ადამიანს, რომელიც თავს თვითდასაქმებულად თვლის, შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია. ამ თვითდასაქმებულებს შორის არის ორი კატეგორია. ერთი - თვითდასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში ინდივიდუალურ მეწარმეებად, მცირე და მიკრო ბიზნესად, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული ყველა თვითდასაქმებული ავტომატურადაა გათვალისწინებული, როგორც ამ დახმარების მიმღები პირი.


გაცილებით უფრო რთულია არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა იდენტიფიცირება. იმ ადამიანებს, რომლებიც ოფიციალურად არ არიან თვითდასაქმებულად რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში, თუმცა თვლიან თავს თვითდასაქმებულად, შესაძლებლობა ეძლევათ, რომ შეიყვანონ ონლაინ პორტალზე თავისი პირადი ინფორმაცია, ასევე მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა ტიპის საქმიანობაში იყვანენ ჩართული და რა შემოსავალი ჰქონდათ პანდემიამდე და წარმოადგინონ იურიდიული პირისგან მიღებული საბუთი, რომელიც მათ დასაქმებას ადასტურებს. მაგალითად, ბაზარში მოვაჭრეების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ბაზრის ადმინისტრაციის მიერ გაცემული საბუთი, რომ პირს ნაქირავები აქვს დახლი, ასევე თუ ადამიანს გაქირავებული ჰქონდა ბინა და ტურისტების შემცირების გამო ვეღარ აქირავებს, საბანკო ამონაწერი უნდა წარადგინოს, სადაც ჩანს რომ booking.com-დან და Airbnb-დან აქვთ გადარიცხვები, ასევე თუ აბარებდნენ თავის პროდუქციას მაღაზიებში, მათ შესაბამისი ობიექტიდან უნდა წარადგინონ ცნობა, ასევე შეეძლება წარადგინონ მიღება-ჩაბარების აქტები ან ქვითრები. ასეთი ტიპის დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ კომისიური წესით მოხდება ამ საბუთების განხილვა და ვალიდურობის გადამოწმება, როს შემდეგაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.


შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორიგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის. ამ ღონისძიების ბიუჯეტი დახლოებით 75 000 000 ლარითაა განსაზღვრული.


bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up