დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის დევნილებსა და ეკომიგრანტებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოედგინათ. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღები, რა მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს.
ამე ტაპზე, კომისიამ, წინასწარ დადგენილ კრიტერიუმების შესაბამისად, 51 გამარჯვებული გამოავლინა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.