აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის ინვესტორს მალე გამოავლენს -  რა ბერკეტები აქვს ქართულ მხარეს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის ინვესტორს მალე გამოავლენს - რა ბერკეტები აქვს ქართულ მხარეს

access_time2022-12-07 12:30:24

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებამ  თითქმის გამოავლინა სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის დამფინანსებელი ინვესტორი. როგორც „ინტერფაქსი“ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით წერს, ეს იქნება რუსი ინვესტორი.


„ინვესტორი თითქმის გამოვლენილია“, - განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა და დასძინა, რომ საბოლოო არჩევანი მალე გაკეთდება. ”დიახ, რა თქმა უნდა, რუსი ინვესტორი, უეჭველია,” - თქვა მან სხვა დეტალების დაკონკრეტების გარეშე.


რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენის სავარაუდო ღირებულება 20,54 მილიარდ რუბლს შეადგენს (დაახლოებით 326 მილიონი აშშ დოლარი).


„ნებისმიერი უნებართვო ფრენა, შესრულებული ოკუპირებულ რეგიონებში, იქნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის, ჩიკაგოს კონვენციით გათვალისწინებული ნორმების უხეში დარღვევა, რაც თავის მხრივ წარმოადგენს საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების მოთხოვნების უგულვებელყოფას“, – აღნიშნული განცხადება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) მაშინდელმა ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ 5 ოქტომბერს  ICAO-ს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.


როგორც ცნობილია, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებას  იმედი აქვს, რომ  რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2024 წელს სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაწყება მოხერხდება.


„ჩვენ მომხრე ვართ რუსეთის ფედერაციის დახმარებით ახალი საჰაერო ხიდის დაარსების. ის ახლა არ არსებობს, ვფიქრობთ, რომ ეს არასწორია. სოხუმის აეროპორტი ახლა ფუნქციონირებს, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო საერთაშორისო ფრენები არ ხორციელდება. ჩვენ ვაწარმოებთ შესაბამის სამუშაოებს, ახლა საპროექტო და კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. ველოდებით აეროპორტის ამოქმედებას 2024 წელს რუსეთის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით“, - განაცხადა რამდენიმე თვის უკან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რომელსაც იმედი აქვს, რომ სოხუმის აეროპორტი შეიძლება გახდეს სარეზერვო ჰაბი რუსეთის სამხრეთისთვის, სოჭის აეროპორტის მაღალი დატვირთვის გათვალისწინებით.


აღსანიშნავია, რომ სოხუმის აეროპორტი საერთაშორისო რეისებს საქართველოს ოფიციალური თანხმობის გარეშე ვერ მიიღებს და რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის შემდეგ მას მხოლოდ შიდა ფრენების მიღება შეუძლია, თუმცა ისიც გარკვეული რეგულაციით. რადგანაც თუ აეროპორტში ფრენას, რომელიმე ავიაკომპანია განახორციელებს, რომელიც იმავდროულად საერთაშორისო რეისებს ასრულებს, ან სამომავლოდ გეგმავს, მაშინ ამ კომპანიებს საერთაშორისო ფრენების განხორციელება შეეზღუდებათ.



როგორც 2019 წელს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) მიერ გაკეთებულ განცხადებაშია აღნიშნული, სოხუმის აეროპორტში ვერცერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ.


იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე.


სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხრის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.


ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. მისი მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.


საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია აეროდრომის გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ, მოქმედ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს.


საქართველოს ტერიტორიაზე აეროდრომების სერტიფიცირებას, სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს.


შეგახსენებთ, რომ აეროპორტი გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშარასთან, სოხუმიდან 18 კმ-ში მდებარეობს. ის 1950-იანი წლების შუა ხანებშია აგებული და ოპერირების განმავლობაში მისი მოდერნიზება რამდენჯერმე განხორციელდა.


აეროპორტი 1993 წლის ოქტომბერში, აფხაზეთის ომის შემდეგ დაიხურა. 2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO-მ სოხუმის აეროპორტის, მის მიერვე მინიჭებული კოდი გაუუქმა


2019 წლის ივლისში აფხაზეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის „ერთობლივი აეროდრომის“ სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი „URAS“ რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.  პირველი ასო წარმოდგენილია პოსტსაბჭოთა სივრცის აეროპორტის კოდებში, მეორე აღნიშნავს დონის როსტოვს, სადაც საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახური აკონტროლებს რეგიონში გამავალ ყველა ავიაკომპანიას, მესამე - აფხაზეთს, მეოთხე - სოხუმს.



აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ზოლის სიგრძე 3,6 კმ-ია, რაც მას საშუალებას აძლევდა მიიღოს თითქმის ყველა ტიპის საჰაერო ხომალდი. საბჭოთა პერიოდში ტერმინალი დღეში 5000-მდე მგზავრს ემსახურებოდა. აეროპორტი ამჟამად გამოიყენება აფხაზეთის საჰაერო ძალების დასაყრდენად და ასევე იღებს მხოლოდ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up