ტვირთების საბაჟო მონიტორინგის თემაზე ჟენევაში ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება

ტვირთების საბაჟო მონიტორინგის თემაზე ჟენევაში ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება

access_time2019-02-06 09:15:05

ტვირთების საბაჟო მონიტორინგის თემაზე ჟენევაში ქართულ-რუსულ-შვეიცარიულიერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ქართული მხრიდან შეხვედრაში შემოსავლების სამსახურის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

 

შეხვედრასთან დაკავშირებით რუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციებს, მათ შორის განცხადებებს, რომ 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის შედეგად შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტვირთების ტრანზიტი დაიწყოს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა.

 

„იმედი მაქვს, არ ავყვებით სხვა ქვეყნის პროპაგანდისტულ რიტორიკას და დაველოდებით შეხვედრის შედეგებს. ქართული მხარე იმოქმედებს 2011 წლის შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით“, – განუცხადა აბაშიძემ.

 

მისივე თქმით, იწყება 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპი და ქართული მხარე სწორედ წლების წინ გაფორმებული დოკუმენტის შესაბამისად მოქმედებს.

 

„როგორც 2011 წლის შეთანხმების სახელწოდებიდანაც ჩანს, საუბარია ორ ქვეყანას, საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებასა და მონიტორინგზე, რასაც განახორციელებენ შვეიცარიული კერძო კომპანიის წარმომადგენლები. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არ არის საუბარი მებაჟეებზე, საუბარია კერძო კომპანიის ექსპერტებზე. შეთანხმებით განსაზღვრულია საკმაოდ ზუსტად, თუ სად უნდა განთავსდეს მონიტორთა ტერმინალები და ამის თაობაზე არსებობს კონკრეტული მოცემულობა“, – აღნიშნავს აბაშიძე.


 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტვირთების ტრანზიტის შესაძლო დაწყებაზე, აბაშიძე განმარტავს, რომ შეთანხმება არ გულისხმობს დერეფნების ავტომატურ გახსნას.

 

„ეს შეთანხმება არ გულისხმობს ამ დერეფნების ავტომატურ გახსნას. საუბარია ტვირთების მონიტორინგზე, თუკი რამე გაივლის საქართველოსა და რუსეთს შორის. ზოგადად, ამ კორიდორების გახსნა-არ გახსნა სხვა საკითხია და თუ მომავალში მიიღება გადაწყვეტილება ამის შესახებ, ეს ცალკე პოლიტიკური ნაბიჯი იქნება“, – დასძინა ზურაბ აბაშიძემ.

 

საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო მონიტორინგს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს. მონიტორინგი შვეიცარიულმა კომპანიამ „ეს ჯი ეს“ (SGS) უნდა განახორციელოს.

 

2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების დეტალები, რომელიც ითვალისწინებს კერძო შვეიცარული კომპანიის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგს გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განმარტა. მისი თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსებასთან.

 

დავით ზალკალიანი გამოეხმაურა ასევე რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნა იგეგმება. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია არის მცდარი და მას მიზანმიმართულად ავრცელებს რუსული მედია, რომელსაც ზალკალიანის თქმით, მხარს უჭერენ საქართველოში მმართველი ხელისუფლების ოპონენტები.

 

წყარო: 1 არხი





დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა
access_time2020-11-25 21:05:28
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გულისშეტევის შედეგად გარდაიცვალა. მარადონას, რომელმაც თავის ქვეყანას მსოფლიო თასის ტრიუმფამდე მიაღწია 1986 წელს, ნოემბრის დასაწყისში წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია თავის ტვინში სისხლის შედედების გამო. თუმცა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოდან მისი გამოწერა ვერ მოხდა 

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-25 18:45:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-25 21:00:32
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“     საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების...

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...


მსგავსი სიახლეები

up