ტვირთების გადაზიდვის დღიური ნორმა 2000 ტონამდე გავზარდეთ - „კარგო პარსელი“

ტვირთების გადაზიდვის დღიური ნორმა 2000 ტონამდე გავზარდეთ - „კარგო პარსელი“

access_time2022-07-29 19:30:34

საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი, შესაბამისი წესით დეკლარირებული საქონლის საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში გადაზიდვის ვადა 12 საათიდან 24 საათამდე გაიზარდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასაზიდი ტვირთის აღრიცხვა ხორციელდება გამარტივებული წესით და არ საჭიროებს დალუქვას საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში ტრანსპორტირების პროცესში.


შპს „კარგო პარსელის“ ბათუმის ტერმინალის დირექტორი ირაკლი ღოღობერიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილების შედეგად ტვირთების გადაზიდვის დღიური ნორმა გაოთხმაგდა, რაც არსებული გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია.


„ჩვენ ვფლობთ საბაჟო საწყობს ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და დღემდე, საკანონმდებლო ცვლილებების შესვლამდე, გადასაზიდი ტვირთის აღრიცხვა საჭიროებდა დალუქვას ჩვენი საწყობიდან ნავსადგურში ტრანსპორტირების პროცესში, ცვლილების შემდეგ ფაქტობრივად გავაოთხმაგეთ ტვირთების გადაზიდვის დღიური ნორმა. მაშინ როდესაც დღიური ნორმა იყო საშუალოდ 450-დან 500 ტონამდე, ახლა 2000 ტონამდე ავედით და შედეგად შექმნილი ტვირთნაკადების გაზრდილი რაოდენობის ფონზე, ეს უმნიშვნელოვანესია. მოგეხსენებათ, საქართველოს დღეს მიეცა შანსი, რომ გაათმაგოს ტვირთბრუნვა და ამისთვის საჭიროა ქვეყანაც მზად დახვდეს ამ ვითარებას, შესაბამისად მნიშვნელოვანია მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები.



რაც შეეხება გაზრდილ ტვირთბრუნვას, მაგალითად ჩვენს შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ ივნისში 100%-ით მეტი ტვირთი გავატარეთ, ვიდრე წინა თვეებში. მოლოდინიც ოპტიმისტურია და ვფიქრობთ, რომ ეს დინამიკა მზარდი იქნება და მომავალშიც შევინარჩუნებთ არსებულ ნაკადებს, მითუმეტეს რომ ფორმალური მხარეები უფრო გამარტივდა“,  აღნიშნა ირაკლი ღოღობერიძემ.


შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად შეამცირებს გემების მოცდენის, ასევე ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული სატვირთო და ლოგისტიკური ოპერაციებისათვის საჭირო დროს. ამასთან, გაიზრდება ქვეყნის, როგორც სატრანზიტო დერეფნის პოტენციალი და შესაძლებელი იქნება იმ გამოწვევებთან გამკლავება, რაც განპირობებულია გაზრდილი ტვირთბრუნვით.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up