ტვირთების გადაზიდვები და ლოგისტიკა სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი საფუძველია -  MGL Georgia

ტვირთების გადაზიდვები და ლოგისტიკა სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი საფუძველია - MGL Georgia

access_time2020-09-21 14:15:23

კომპანია MGL Georgia-ს ფოთის ფილიალის ხელმძღვანელ ქეთევან ოყუჯავას შეფასებით, პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ტვირთების გადაზიდვები და ლოგისტიკა სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი საფუძველია.

 

მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად კომპანიამ რამდენიმე საპროექტო და მსხვილი გადაზიდვა წარმატებით განახორციელა.

 

„პანდემიამ მსოფლიოში დიდი ზარალი მიაყენა ეკონომიკის სხვადასხვა დარგებს. ერთ-ერთი სფერო, რომელსაც არ შეუჩერებია ფუნქციონირება გახლდათ - სატრანსპორტო მომსახურეობა. სატრანსპორტო მომსახურეობის ხარისხს კი, განაპირობებს ბევრი ფაქტორი: სატრანსპორტო ოპერატორის კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი და უნარები.

 

ჩვენმა კომპანიამ წარმატებით განახორციელა რამდენიმე საპროექტო და მსხვილი გადაზიდვა პანდემიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდით დისტანციურად და გარკვეული შეფერხებების ფონზე, რაც გულისხმობდა სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების და რეგულაციების დაცვას. ჩვენ მაქსიმალურად ხარისხიანი, სწრაფი და კლიენტზე მორგებული მიდგომები შევიმუშავეთ და შევთავაზეთ მაღალი დონის მომსახურეობა. ზუსტად პანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა ცხადყო სატრასნპორტო დარგის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისთვის. აღმოჩნდა, რომ ტვირთების გადაზიდვები და ლოგისტიკა სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი საფუძველია“, - აცხადებს MGL Georgia-ს ფოთის ფილიალის ხელმძღვანელი.

 

ქეთევან ოყუჯავა ტრანსპორტის სახეობების ტექნიკური და „ბიუჯეტური” სხვაობებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ყველას თავისი პლიუსი და მინუსი აქვს.

 


„ყველაზე ეკონომიურია საზღვაო გადაზიდვები, ყველაზე ძვირი კი - საჰაერო. გადაზიდვის ყველა სახეობას აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები. ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად მიჩნეულია სარკინიგზო გადაზდივები. გადაზიდვას, რომელშიც მონაწილეობს ტრანსპორტის რამდენიმე სახეობა - მულტიმოდალური გადაზიდვა ეწოდება. ჩვენი კომპანია მზად არის კლიენტს გაუწიოს უფასო კონსულტაცია და ურჩიოს თუ რომელი სახეობის ტრანსპორტი ან სახეობათა კომბინაცია იქნეს შერჩეული მისი ტვირთის გადასაზიდად, რა თქმა უნდა, ოპტიმალური მარშრუტის დაგეგმარებით.

 

საქართველოსთვის „ტრანზიტული ქვეყნის“ სტატუსი ოდითგანვე იყო და არის ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა. ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარება გვაძლევს დიდ პოტენციალს სატვირთო გადაზიდვების დარგში, თუმცა მაინც არის გარკვეული პრობლემები მომსახურეობის თვალსაზრისით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დარგისთვის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის არ არსებობა ამ სექტორის განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორებია. ვფიქრობთ, სწორედ ამიტომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ლოგისტიკის დარგს, რომ საქართველოში არსებული სატრანსპორტო კომპანიების მომსახურეობა შეესაბამებოდეს ევროპის ქვეყნებში არსებულ მაღალ დონეს. ამისთვის საჭიროა გადამზიდი კომპანიებისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა. პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის მოწყობა, პორტების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა და კონკურენტი კომპანიების თანაბარ პირობებში ჩაყენება, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც გარკვეული გადამზიდი კომპანიები სარგებლობენ მონოპოლური უპირატესობებით, რაც ჯანსაღ კონკურენციაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. არაკონკურენტუნარიანი გარემო აისახება მომსახურეობის ხარისხზეც და ფასებზეც.

 

ვიმედოვნებთ, რომ პანდემიით გამოწვეული მსოფლიო შფოთვა და არასტაბილურობა მალე გაივლის, რადგანაც ბიზნესს არ უყვარს არაპროგნოზირებადი გარემო. გრძელვადიანი გეგმების განსახორციელებლად საჭიროა დიდი ფინანსების მობილიზება, რაც წარმოუდგენელია საბანკო ვალდებულებების აღების გარეშე. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი გარანტი წარმატების მიღწევისა და განვითარებისთვის შორეულ პერსპექტივაში არის - სტაბილური და მდგრადი სახელმწიფო”, - აცხადებს ის.  პანდემიამ მსოფლიოში დიდი ზარალი მიაყენა ეკონომიკის სხვადასხვა დარგებს. ერთ-ერთი სფერო , რომელსაც არ შეუჩერებია ფუნქციონირება გახლდათ - სატრანსპორტო მომსახურეობა . სატრანსპორტო მომსახურეობის ხარისხს კი განაპირობებს ბევრი ფაქტორი : სატრანსპორტო ოპერატორის კომპეტენრურობა ,პროფესიონალიზმი და უნარები . ჩვენმა კომპანიამ წარმატებით განახორციელა რამოდენიმე საპროექტო და მსხვილი გადაზდივა პანდემიის პერიოდში . მიუხედავად იმისა რომ ვმუშაობდით დისტანციურად და გარკვეული შეფერხებების ფონზე,რაც გულისხმობდა სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების და რეგულაციების დაცვას. ჩვენ მაქსიმალურად ხარისხიანი ,სწრაფი და კლიენტზე მორგებული მიდგომები შევიმუშავეთ და შევთავაზეთ მაღალი დონის მომსახურეობა. ზუსტად პანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა ცხადყო სატრასნპორტო დარგის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისთვის .


აღმოჩნდა რომ ტვირთების გადაზიდვები და ლოგისტიკა სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი საფუძველია -აცხადებს MGL Georgia-ს ფოთის ფილიალის ხელმძღვანელი ქეთევან ოყუჯავა.


მოგეხსენებათ რომ არსებობს ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობები . ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც ტექნიკური , ასევე „ბიუჯეტური „ თვალსაზრისით . ყველაზე ეკონომიურია საზღვაო გადაზიდვები , ყველაზე ძვირი კი საჰაერო . გადაზიდვის ყველა სახეობას აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები. ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად მიჩნეულია სარკინიგზო გადაზდივები. გადაზიდვას,რომელშიც მონაწილეობს ტრანსპორტის რამოდენიმე სახეობა - მულტიმოდალური გადაზიდვა ეწოდება. ჩვენი კომპანია მზად არის კლიენტს გაუწიოს უფასო კონსულტაცია და ურჩიოს თუ რომელი სახეობის ტრანსპორტი ან სახეობათა კომბინაცია იქნეს შერჩეული მისი ტვირთის გადასაზიდად ,რა თქმა უნდა ოპტიმალური მარშრუტის დაგეგმარებით.

საქართველოსთვის „ტრანზიტული ქვეყნის“ სტატუსი ოდითგანვე იყო და არის ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა. ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარება გვაძლევს დიდ პოტენციალს სატვირთო გადაზიდვების დარგში, თუმცა მაინც არის გარკვეული პრობლემები მომსახურეობის თვალსაზრისით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დარგისთვის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის არ არსებობა ამ სექტორის განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორებია. ვფიქრობთ სწორედ ამიტომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ლოგისტიკის დარგს , რომ საქართველოში არსებული სატრანსპორტო კომპანიების მომსახურეობა შეესაბამებოდეს ევროპის ქვეყნებში არსებულ მაღალ დონეს . ამისთვის საჭიროა გადამზიდი კომპანიებისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა. პირველ რიგში ინფრასტრუქტურის მოწყობა, პორტების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა და კონკურენტი კომპანიების თანაბარ პირობებში ჩაყენება , რადგან ხშირია შემთხვევები როდესაც გარკვეული გადამზიდი კომპანიები სარგებლობენ მონოპოლური უპირატესობებით ,რაც ჯანსაღ კონკურენციაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. არაკონკურენტუნარიანი გარემო აისახება მომსახურეობის ხარისხზეც და ფასებზეც.

 

ვიმედოვნებთ ,რომ პანდემიით გამოწვეული მსოფლიო შფოთვა და არასტაბილურობა მალე გაივლის , რადგანაც ბიზნესს არ უყვარს არაპროგნოზირებადი გარემო. გრძელვადიანი გეგმების განსახორციელებლად საჭიროა დიდი ფინანსების მობილიზება ,რაც წარმოუდგენელია საბანკო ვალდებულებების აღების გარეშე . აქედან გამომდინარე ყველაზე დიდი გარანტი წარმატების მიღწევისა და განვითარებისთვის შორეულ პერსპექტივაში არის - სტაბილური და მდგრადი სახელმწიფო .


(R)



თეგები:
MGL Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up