ტვინის ჩიპის ადამიანებზე პირველი გამოცდა ექვსი თვეში დაიწყება - ელონ მასკი

ტვინის ჩიპის ადამიანებზე პირველი გამოცდა ექვსი თვეში დაიწყება - ელონ მასკი

access_time2022-12-03 12:00:50

კომპიუტერული ტვინის ინტერფეის კომპანია Neuralink-ი თავისი ერთ-ერთი მოწყობილობის - ტვინის ჩიპის ადამიანის თავში იმპლანტაციას 6 თვეში დაიწყებს. ამის შესახებ განცხადება ილონ მასკმა გააკეთა.


როგორც თავად მასკმა თქვა - ეს წელს ვერ მოესწრება მაგრამ, როცა შესაძლებელი იქნება, ჩიპს თავადაც გადაინერგავს თავში.


კომპანიამ ადამიანებზე კლინიკური კვლევისთვის საჭირო დოკუმენტაციის უმეტესი ნაწილი სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას (FDA) უკვე წარუდგინა. მანამდე მასკმა თქვა, რომ Neuralink-ის ჩიპების ადამიანებზე გამოცდა 2020 წელს დაიწყებოდა, შემდეგ თარიღმა 2022-ში გადაიწია, ახლა -  2023-ში.

 

2019 წელს ჩიპების გამოცდა მაიმუნებზე დაიწყო. წელს Neuralink-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მაიმუნი, რომელიც ვიდეოთამაშ Pong-ს თამაშობს; ახალ ვიდეოში ჩანს, როგორ კრეფს მაიმუნი ფრაზას „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“; მესამე ვიდეოში მაიმუნებს სხვადასხვა მოწყობილობების დამუხტვას ასწავლიან; მოგვიანებით, პრეზენტაციაზე, Neuralink-ის მკვლევრებმა ასევე აჩვენეს ღორი სარბენ ბილიკზე, რაც მათ ადამიანებში მობილობის პრობლემების შესწავლაში უნდა დაეხმაროს.

 


თავად Neuralink-ის ჩიპი პატარაა და მრავალი მოქნილი ძაფი აქვს, რომელიც ტვინში უნდა ჩაისვას. „ეს თავის ტვინის ჭკვიანი ანალოგით შეცვლას ჰგავს, როცა უკეთესი არ არსებობს“ - განაცხადა პრეზენტაციაზე მასკმა.

 

Neuralink-ი ავითარებს ტვინის ჩიპებს, რომლებსაც შეუძლიათ იმ ადამინებსაც კი გამოუსწორონ მხედველობა, ვინც უსინათლო დაიბადა. მოწყობილობა ასევე აღადგენს სხეულის სრულ ფუნქციონირებას, მოძრაობას და ვერბალურ კომუნიკაციას, დაზიანებული ზურგის ტვინის შემთხვევაშიც.

 

Neuralink-ი ამჟამად ცდილობს დაასრულოს სამუშაო, რადგან ის პროტოტიპიდან პროდუქტის შექმნაზე გადადის.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ არ გენდომებათ თავში გქონდეთ iPhone 1, როცა iPhone 14 არსებობს“ - განაცხადა პრეზენტაციის ბოლოს მასკმა.

 


მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up