მთიან რეგიონებში საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოები გაგრძელდება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მთიან რეგიონებში საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოები გაგრძელდება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

access_time2023-02-03 14:30:57

2023 წელს  თუშეთამდე მისასვლელი ფშაველი-აბანო-ომალოს 63 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოები გაგრძელდება; ასევე, გაგრძელდება ლენტეხი-ლასდილი-უშგული-მესტიის 51 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია და დაიწყება გომბორის 34 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.


მთლიანობაში, 2023 წელს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე 1022 კმ გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, დასრულდება 450-500 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.



ინტენსიურად გაგრძელდება კახეთის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს დაგეგმილია ვაზიანის შემოვლითი 4 კმ-იანი გზის დასრულება. გაგრძელდება და გეგმის შესაბამისად, 2024 წელს დასრულდება კახეთის მაგისტრალის 48 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. ასევე, წელს, დაიწყება საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაც.


ასევე ინტენსიურად გრძელდება რეგიონებში გზების რეაბილიტაცია. 2023 წელს დასრულდება კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის უმოკლესი გზით დამაკავშირებელი, თიანეთი-ახმეტის 30 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია; იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის დამაკავშირებელი გზის დასრულებულ 35 კმ-იან მონაკვეთს შეემატება 16 კმ-იანი მონაკვეთი, რომლის მთლიანად დასრულება დაგეგმილია 2025 წელს; ასევე, 2023 წლის ბოლოს იგეგმება სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონის დამაკავშირებელი ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი გზის ყველა ძირითადი მონაკვეთის რეაბილიტაციის დასრულება, რაც გაანახევრებს გადაადგილების დროს.





ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up