თურქულმა ლირამ ვარდნა განაახლა - გაუფასურების აბსოლუტურ რეკორდს უახლოვდება ლარიც

თურქულმა ლირამ ვარდნა განაახლა - გაუფასურების აბსოლუტურ რეკორდს უახლოვდება ლარიც

access_time2021-04-22 14:00:03

თურქულმა ლირამ ვარდნა განაახლა. 22 აპრილს, დილის 11:00 სთ-ისთვის, 1 აშშ დოლარი 8.32 ლირა ღირს, რაც რეკორდი არაა, მაგრამ ბოლო 24 სთ-ში მაინც 21 პუნქტითაა გაუფასურებული. თეორიულად, მეზობელი ქვეყნის ვალუტის დევალვაციას, ამ ქვეყნიდან იმპორტის ზრდა უნდა მოსდევდეს, თუმცა პრაქტიკაში აღნიშნულ მოვლენას, ლარის გაუფასურება ახლავს ხოლმე თან.


საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტებიდან, ბოლო 10 წელიწადში, ყველაზე დიდი ვარდნა ლირამ განიცადა. 2011 წლის აპრილში კურსი 1.52-ს შეადგენდა, დღევანდელზე 5.36-ჯერ ნაკლებს. უფრო მეტიც, თუ 10 წლის წინ ლირა 1.08 ლარი ღირდა, დღეს მისი შეძენა 43 თეთრადაა შესაძლებელი, ანუ 60%-ით უფრო იაფად. შედარებისთვის, იმავე პერიოდში, 100 რუსული რუბლი 23%-ით 5.84-დან 4.52 ლარამდე გაიაფდა. აზერბაიჯანული მანათი - მხოლოდ 2.5%-ით 2.07-დან 2.02 ლარამდე, 1000 სომხური დრამი კი 51%-ით 6.58 ლარამდე გაძვირდა.


დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე ,#1 სავაჭრო პარტნიორებში, რუსეთი თურქეთმა ჩაანაცვლა. ყველაზე მეტი ექსპორტი ხან აზერბაიჯანში გადის, ხან რუსეთში, ხან ჩინეთში, იმპორტში კი თურქეთი შეუცვლელია. 1995-2020 წლებში საქართველომ სულ $117.8 მლრდ-ის იმპორტი განახორციელა, სადიანც 16.7%-იანი წილი თურქეთზე მოდიოდა, მეორე ადგილზე მყოფ რუსეთზე კი მხოლოდ 9.1%.


კითხვას თუ რა აუფასურებს თურქულ ლირას ბევრი პასუხი აქვს. მცდარი მონეტარული პოლიტიკა, პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყნის შიგნით, მათ სორის გადატრიალების მცდელობა, ესკალაცია ჯერ რუსეთთან, შემდეგ შერთებულ შტატებთან, სამხედრო კამპანია სირიაში, რასაც დაფინანსება სჭირდებოდა... ახლახანს ცნობილი გახდა, რომ 24 აპრილს, ბაიდენი, 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სიტყვა გენოციდის გამოყენებას აპირებს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს. 



სხვა თანაბარ პირობებში, ძირითადი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის ვარდნას, ამ ქვეყნიდან იმპორტის კიდევ უფრო ზრდა უნდა მოჰყოლოდა, რადგან ლარში დათვლით თურქული საქონელი იაფდება, მაგრამ მოლოდინებისა თუ ნდობის ნაკლებობის გამო ლარიც უფასურდება ხოლმე. შემდეგ ისევ მყარდება, მაგრამ ახალი წონასწორობის ნიშნული ძველთან შედარებით დაშორებულია.


2018 წლის ივლისში 1 აშშ დოლარი 4.85 ღირდა, აგვისტოში კი უკვე 33%-ით მეტი 6.43. თითქმის იმავე პერიოდში, ლარი დოლართან მიმართებაში 2.45-დან 2.60-მდე გაუფასურდა. 2019 წლის მაისში, ლირა 5.58-დან 6.08-მდე გაუფასურდა, ლარი 2.70-დან 2.80-მდე. თუ 2020 წლის ოქტომბერში 1 აშშ დოლარი 7.80 ლირა ღირდა, ნოემბერში 8.52-მდე გაძვირდა, პარალელურად საქართველოში ლარი 3.23-დან 3.40-მდე გაუფასურდა, ამ შემთხვევაში შეიძლება მთავარი მიზეზი არჩევნების შემდგომი პერიოდი იყო, მაგრამ ირიბი გავლენა ლირამაც მოახდინა. ბოლოს, 2021 წლის 22-დან 30 მარტამდე თურქული ლირა 7.77-დან 8.33-მდე გაუფასურდა, ლარი კი 22 მარტიდან 2 აპრილამდე 3.33-დან 3.44-მდე.


22 აპრილის ოფიციალური კურსი 3.4521-ს შეადგენს, ეს მიმდინარე წლის რეკორდია და გასული წლის მარტში დაფიქსირებულ აბსოლუტურ რეკორდს მხოლოდ 3.21 თეთრით ჩამორჩება. კიდევ უფრო მაღალია კურსი Bloomberg-ზე, სადაც დოლარი 3.4549-ად ივაჭრება. კომერციულ ბანკებში კი მის შესაძენად 3.48-3.49 ლარია საჭირო.


კურსის შესანარჩუნებლად, შარშან, ეროვნულმა ბანკმა 26-ჯერადი ინტერვენციის შედეგად $873 მლნ გაყიდა, წელს კი - $213 მლნ. გარდა ამისა, მარტში, 0.5%-ით 8.5%-მდე გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, რითაც 124 000-ზე მეტ პირს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი გაუძვირდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ვარაუდობს, რომ რეფინანსირების განაკვეთი კიდევ გაიზრდება, რამაც შესაძლოა გაუფასურების ტემპი შეანელოს, მაგრამ მხოლოდ სესხების გაძვირების ხარჯზე.


კურსის შენარჩუნება ეროვნული ბანკის მიზანს არ წარმოადგენს, მაგრამ ფასების სტაბილურობა მისი პირდაპირი მოვალეობაა. მარტში ინფლაციის განაკვეთმა წინასწარ განსაზღვრულს 2.4-ჯერ გადააჭარბა და 7.2%-ს მიაღწია, რომ არა ბიუჯეტიდან სუბსიდირება ფქვილზე და ელექტროენერგიაზე, ინფლაციას შეიძლება ორნიშნა მაჩვენებლისთვისაც მიეღწია. თავის მხრივ პანაცეა არც სუბსიდირებაა, რადგან მასში ისევ და ისევ გადასახადების გადამხდელების ფული იხარჯება. წლევანდელი ბიუჯეტის დეფიციტი 7%-ს აჭარბებს, სახელმწიფო ვალმა მშპ-სთან მიმართებაში კი 60%-იანი ზღვარი გადალახა. დამატებითი ვალის აღება განვითარებადი ქვეყნისთვის დამატებით პრობლემებს ნიშნავს, კოვიდრეგულაციების პირობებში კი ეკონომიკის აღდგენა და გადასახადების მოცულობის ზრდა საგადასახადო ტვირთის გაუზრდელად ვერ ხერხდება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up