თურქულმა ლირამ გაუფასურების რეკორდი მოხსნა

თურქულმა ლირამ გაუფასურების რეკორდი მოხსნა

access_time2020-11-07 19:25:58

თურქული ლირა გაუფასურებას განაგრძობს. 26 ოქტომბერს პირველად  დენომინაციის შემდეგ დოლარის ღირებულება 8.00-იან ნიშნულს გადასცდა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე თბილისის დროით 12:00-ზე კურსი 8.05-ს შეადგენს.


ლირის გაუფასურება არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ. 2005 წლის 1-ელ იანვარს კურსი 1.33-ს შეადგენდა, 2010 წლის 1-ელ იანვარს 12%-ით მეტს - 1.49-ს. 2015 წლის 1-ელ იანვარს უკვე 64%-ით მეტს - 2.44-ს. ამ დროიდან გაუფასურების ტემპი მატულობს. იმავე 2015 წელს დოლარის ღირებულება პირველად გადასცდა 3.00-იან ნიშნულს. შემდგომ სამწლიანი მეტნაკლები სტაბილურობის შემდეგ 2018 წელს კურსმა 6.00-იან ნიშნულსაც გადააჭარბა. 2020 წელს კი ჯერ 7.00-ს და ახლა უკვე 8.00-ს.


ბოლო 5 წელი თურქეთისთვის მარტივი არ ყოფილა. 2015 წელს საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაიძაბა. 2016 წელს გადატრიალების უშედეგო მცდელობის შემდეგ ურთიერთობა აშშ-სთანაც გაუარესდა. ერდოღანი ვაშინგტონისგან დღემდე ითხოვს გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორობაში ბრალდებულ გიულენის გადაცემას. ეს კი დაპირისპირების ერთადერთი მიზეზი არ არის. მათი ინტერესები სირიაშიც ქურთთა საკითხთან მიმართებაშიც გადაიკვეთა, რასაც ანკარის მიერ რუსული S400-ების შეძენა მოჰყვა. საპასუხოდ ვაშინგტონმა თურქეთისთვის მეხუთე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებლების F35-ების მიყიდვა დაბლოკა.



პოლიტიკურმა განწყობებმა გავლენა ეკონომიკაზეც იქონია. 2018 წელს თუქეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.8%-მდე შემცირდა, 2019 წელს 0.9%-მდე.


თურქული ლირა ის იშვიათი გამონაკლისია, რომელთა მიმართებაშიც ლარი გამყარდა. თუ წლის დასაწყისსი 1 ლირა 48 თეთრი ღირდა, ახლა 40 თეთრი ღირს.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
ლირა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up