თურქული რესტორანი MADO საქართველოს ბაზრიდან გავიდა

თურქული რესტორანი MADO საქართველოს ბაზრიდან გავიდა

access_time2020-11-02 17:30:36

თურქული კაფე-რესტორანი MADO  საქართველოს ბაზრიდან გავიდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიაში განუცხადეს,  მიზეზი  პანდემიაა, რომლის შედეგადაც კაფე-რესტორანს შემოსავლები მკვეთრად შეუმცირდა. „ასეთი გადაწყევტილება მივიღეთ, სხვა დეტალებზე ვერ გესაუბრებით,“ - აცხადებენ კომპანიაში.

 

კომპანია თბილისში ორი ობიექტით იყო წარმოდგენილი (სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ და პუშკინის ქუჩა), მიმდინარე წლის აგვისტოდან კი პანდემიის შედეგად მხოლოდ ერთი, „გალერია თბილისის“  ფილიალი აგრძელებდა მუშაობას.

 

ზაფხულში  კომპანიის მფლობელი აჰმეთ ჰაითაოღლუ „ბიზნესპარტნიორთან“აცხადებდა, რომ კაფე-რესტორნის ძირითადი სტუმრები ტურისტები იყვნენ, შესაბამისად, საგრძნობლად იყო შემცირებული  აქტივობა სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ მდებარე ფილიალშიც. მაშინ კომპანიის მფლობელი იმედოვნებდა, რომ სიტუაცია დადებითისკენ შეიცვლებოდა და მუშაობას ორივე ლოკაციაზე განაახლებდა.

 


MADO საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან შემოვიდა. კომპანია ევროპის ბევრ ქვეყანაში 300 ფრენჩაიზინგ კაფითაა წარმოდგენილი. ნაყინის გარდა, MADO ქართველ მომხმარებელს სხვა მრავალ ნატურალურ პროდუქტსაც სთავაზობდა. მათ შორის წვენებს, ლიმონათებს, თურქულ ტკბილეულს და ევროპულ კერძებს. MADO-ში წარმოდგენილი კერძები ადგილობრივად მზადდებოდა, ნაყინი კი თურქეთიდან შემოდიოდა, რადგან მის დასამზადებლად საჭირო ტექნოლოგიას ბრენდის ცენტრალური საწარმო ფლობს.

 

კაფე-რესტორნის გახსნისთვის საქართველოში თურქული ჯგუფი იყო ჩამოსული. მათ შეასწავლეს ქართველებს კერძების დამზადების ტექნოლოგია. ქართველი თანამშრომლები ანკარაშიც  სპეციალურ ტრეინინგზეც იყვნენ.

 

2017 წელს MADO-ს ადგილობრივი მენეჯმენტი აცხადებდა, რომ იგეგმებოდა ქსელის გაფართოება. მათ შორის, მოკლევადიან სტრატეგიაში იყო საქართველოს მასშტაბით 5 კაფე-რესტორნის გახნა. მათ შორის ობიექტი უნდა გახსნილიყო ბათუმშიც.


business-partner.ge


თეგები:
მადო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up