„თურქული ნაკადი“ - ფინანსური ზარალი პოლიტიკური ბონუსების სანაცვლოდ

„თურქული ნაკადი“ - ფინანსური ზარალი პოლიტიკური ბონუსების სანაცვლოდ

access_time2020-01-09 19:00:13

8 იანვარს საღამოს რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა გაზსადენი „თურქული ნაკადი“ გახსნეს.შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მილსადენის სიგრძე  930 კილომეტრია, მისი საპროექტო სიმძლავრე კი   - 31,5 მლრდ. კუბური მეტრი გაზი წელიწადში.

 

„ნაკადი-1“ -ით გაზი მიეწოდება უშუალოდ თურქეთს, „ნაკადი-2“ -ით - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, სწორედ ამიტომ ცერემონიაში  მონაწილეობა სერბეთის და ბულგარეთის პრეზიდენტებმაც მიიღეს. ზეიმი დასრულდა, ხოლო კითხვები და პრობლემები  - დარჩა. პირველ რიგში ეს მოსკოვს ეხება.

 

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი 8 იანვარს საღამოს  ძალიან კმაყოფილი იყო და ეს გასაგებიცაა .თუ კარგად გავაანალიზებთ შექმნილ ვითარებას, ადვილად მივხვდებით, რომ ეს იყო მისი პირადი ზეიმი. მან მიიღო მშვენიერი საჩუქარი - ახალი მილსადენი, რომელიც თურქეთის ევროპულ, ყველაზე განვითარებულ ნაწილს გაზით მოამარაგებს. თანაც პირდაპირ, ტრანზიტორი ქვეყნების, სატრანზიტო ტარიფების და რისკების გარეშე. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად, რუსეთის ხარჯზე.

 

გაზსადენის  2 განშტოებიდან, ამ ეტაპზე სრულფასოვნად  მხოლოდ ერთი  მუშაობს- ის, რომელიც გათვლილია თურქეთზე. მეორეს გაგრძელება ევროკავშირის მიმართულებით ჯერ არ გააჩნია. რამდენი ხანი იქნება ეს მეორე მილი მხოლოდ ნაწილობრივ ათვისებული?

 

 1-2 წელი მინიმუმ, შეიძლება მეტიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკამ მოახერხა გაურკვეველი დროით სხვა რუსული გაზსადენის - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ - ს მშენებლობის დასრულების ჩაშლა.

 


ზოგადად, რა დაუჯდა რუსეთსთურქული ნაკადისმშენებლობა?

 

როგორც  ნავთობ-გაზის სექტორის ერთ-ერთი მოწინავე რუსი ანალიტიკოსი მიხაილ კრუტიხინი აცხადებს, საკმარისი არაა მხოლოდ თავად ამ მილსადენის გაყვანაზე დახარჯული ფინანსების დათვლა.

 

ოფიციალურად ამბობენ, რომთურქული ნაკადისსაინვესტიციო ღირებულება 7 მლრდ. ევროა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამ გაზსადენამდე რუსეთის ტერიტორიაზე აშენდა უზარმაზარი ინფრასტრუქტურა - ციმბირის  გაზის საბადოებიდან შავ ზღვამდე. ამ ხარჯების გათვალისწინებით საუბარია ათობით მილიარდ ევროზე. ეს  „გაზპრომისთვის“ ძალიან დიდი დანაკარგი„  - მიიჩნევს ექსპერტი.

 

ამ ხარჯების გამო „თურქული ნაკადი“ თავიდანვე წამგებიანია რუსეთისთვის  და ის არის უკრაინის ნაცვლად - და ეს დაუჯდა რუსეთის სახელმწიფოს ათობით მილიარდი ევრო.ეკონომიკურ არსს მოკლებული, პოლიტიკური პროექტი.

 

რუსეთში ასევე ხშირად ამბობენ, რომ 2020 წლის დასაწყისიდან  გაზის მიწოდება საბერძნეთში და მაკედონიაში „თურქული ნაკადით“ დაიწყო, უახლოეს თვეებში, მათ  ბულგარეთი და სერბეთი შეუერთდებიან.სხვათაშორის, ეს პროექტი მომგებიანია ბულგარეთისთვისაც - ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ტემენჟუკა პეტკოვამ განაცხადა, რომ ის  ბულგარეთს წელიწადში 35 მლნ. ევროს ეკონომიის საშუალებას აძლევს.

 

თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით რუსეთზე  - „თურქული ნაკადის“ მეორე განშტოება მუშაობს საკმაოდ რთული სქემით, რომლის მიხედვითაც გაზი ჯერ მიდის ბულგარეთში, შემდეგ კი ნახევარი თურქეთში  ბრუნდება.ამ ხარჯებს  გეოპოლიტიკური თვალსაზრისით აქვს აზრი. ალბათ ზოგჯერ ღირს ფულის ჩაყრა წამგებიან პროექტებში საგარეო-პოლიტიკური ბონუსების სანაცვლოდ. სწორედ ამას აკეთებს რუსეთი.

 

 

 Haqqin.az





„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“
access_time2020-03-31 16:00:30
„ჯორჯიან ეარვესის“  ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი  სოციალურ ქსელ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოდი, ცოტა ხნით მოვწყდეთ ამ კორონას თემას და მომავლისკენ გავიხედოთ... მერწმუნეთ, რომ ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ ფიქრი ეკონომიკაზე, ჩვენთვის სულ რამოდენიმე თვეში ეკონომიკური კრიზისი გაცილებით დიიდ ზიანს და ზარალს მოგვიტანს ვიდრე კოვიდი. რამოდენიმე მოსაზრება-წინადადება მექნებოდა და გთხოვთ რომ სახლში ყოფნისას თქვენც მომაწოდოთ...

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას
access_time2020-03-31 12:30:09
ვითიბი ბანკი განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს. „აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ,...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს
access_time2020-03-31 13:30:46
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2971-ით დაიწყო, 13:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2875-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3600...

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“
access_time2020-03-31 11:30:44
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სრულ კარანტინსა და საკომენდანტო საათზე სოციალურ ქსელ faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამე უცნობია, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე შესაძლებელია ერთი რამის თქმა: ბრძოლის მიზანი უნდა იყოს ინფიცირებით გამოწვეული გართულებული შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს ისე მკვეთრად რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ შესძლოს...


მსგავსი სიახლეები

up