თურქული ლირა 20%-ით გაუფასურდა - ტურისტებისთვის ქვეყანაში დასვენება მკვეთრად გაიაფდა

თურქული ლირა 20%-ით გაუფასურდა - ტურისტებისთვის ქვეყანაში დასვენება მკვეთრად გაიაფდა

access_time2020-08-17 18:30:41

თურქული ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება და მხოლოდ ბოლო 2 კვირაში 20%-ით გაუფასურდა. თუმცა, სავარაუდოდ, ეს დასასრული არაა - ექსპერტები დევალვაციის გაგრძელებას პროგნოზირებენ.

 

ეს ძალიან ბევრს უხარია - მაგალითად, რუს ტურისტებს, რომლებისთვისაც თურთქეთი უკვე გაიხსნა - ქვეყანაში  დასვენება მკვეთრად გაიაფდა, განსაკუთრებით კი - ყირიმის და სოჭის კურორტებთან შედარებით.

 

პანდემიის მიუხედავად, ანკარამ საზღვრების გახსნა გადაწყვიტა  - 10 აგვისტოს შემდეგ თურქეთს და რუსეთს შორის საავიაციო მიმოსვლა აღდგა, თურქული კურორტები გერმანელების და ბრიტანელებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

 

ეროვნული ვალუტის დევალვაცია თურქული კურორტების პოპულარიზაციას ხელს უწყობს - ვალუტების ხელსაყრელი კურსი სავარაუდოდ ბრიტანელ ტურისტებსაც მოიზიდავს  - 2019 წელს თურქეთს გაერთიანებული სამეფოს 2,44 მლნ. მოქალაქე ესტუმრა. დღეს მათთვის სხვა ქვეყნებში ჩასვლის შესაძლებლობა უკიდურესად შეზღუდულია - მაგალითად, ბრიტანელებისთვის დაკეტილია ესპანეთი და იტალია.

 

2 წლის წინ ფუნტი სტერლინგი 6,1 ლირა ღირდა, დღეს კი 9,5 ლირა. თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთში ლირის გარდა სხვა ვალუტების გამოყენება აკრძალულია, ხოლო ლირებში ფასები დევალვაციასთან შედარებით ნაკლებად იზრდება  ბუნებრივია, რომ ეს თურქეთს დასვენებისთვის საუკეთესო ადგილად აქცევს.

 

ანკარა ასევე იმედოვნებს, რომ ლირას ვარდნა ტურიზმის ზრდას იმ დონეზე შეუწყობს ხელს, რომ ქვეყანას სრულმასშტაბიან კრიზისს აარიდებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმს თურქეთის ეკონომიკაში საკმაოდ დიდი წილი უჭირავს.

 

თუმცა, ტურიზმის გარდა არსებობს ეკონომიკის სხვა დარგები, რომლებისთვისაც ვალუტის დევალვაცია დამღუპველია.


 

თურქეთის მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებისთვის ძალიან ბევრს აკეთებს, თუმც, ძირითადად ძალისხმევა ტრადიციულ დარგებზეა მიმართული, ეს სექტორები კი მოძველებულია.

 

თუ შევადარებთ თურქეთის მთავარი სამრეწველო კომპანიების ათეულს ბოლო 15 წლის მანძილზე, დავინახავთ, რომ ტოპ-10-ში არც ერთი მაღალტექნოლოგიური კომპანია არ არის. თურქეთის ყველა უმსხვილესი კომპანია ძველი ეპოქის ინდუსტრიას წარმოადგენს. მაშინაც კი, თუ ანკარა თავის პრობლემებს გადაწყვეტს და ეკონომიკურ ზრდას დაუბრუნდება, ის მაინც მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის გასაღების ბაზრად დარჩება - მას ცოდნის ეკონომიკასთან ადაპტირების უნარი არ გააჩნია.

 

ლირის კურსი ვარდება მცირე პაუზებით. ბოლო 12 წლის მანძილზე ის თითქმის 80%-ით გაუფასურდა.

 

2019 წელს ეროვნულმა ვალუტამ თურქულ-ამერიკული ურთიერთობების გამწვავების დროს ლირა მნიშვნელოვნად დაეცა, თუმცა, შედარებითი ნორმალიზაციის შემდეგ, დანაკარგები აღიდგინა.

 

მაგრამ, როგორც ვხედავთ, დევალვაციის პროცესი განახლდა.

ბევრი პოლიტიკური მიზეზის გარდა, თურქული ლირის წინაამღდეგ მოქმედ ფაქტორებს შორის - მთავარი მაინც მისი ეკონომიკის სისუსტეა განვითარებულ ქვეყნებთან - აშშ-ს, ევროკავშირს, და ჩინეთთან - შედარებით.

 

პანდემიის დროს, როგორც წესი, რაც უფრო სუსტია ქვეყნის ეკონომიკა, მით მეტია პრობლემები.

 

ეკონომიკური პრობლემები კი ეროვნულ ვალუტას ასუსტებენ და თურქულ ლირასაც სწორედ ეს ჭირს.


Haqqin.az

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ლირა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up