თურქული კაფე-რესტორანი MADO შესაძლოა საქართველოს ბაზრიდან გავიდეს

თურქული კაფე-რესტორანი MADO შესაძლოა საქართველოს ბაზრიდან გავიდეს

access_time2020-08-10 13:30:59

თურქული კაფე-რესტორანი MADO შესაძლოა საქართველოს ბაზრიდან გავიდეს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის მფლობელმა აჰმეთ ჰაითაოღლუმ განუცხადა. მისი განცხადებით, კომპანია თბილისში ორი ობიექტით იყო წარმოდგენილი (სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ და პუშკინის ქუჩა),თუმცა, დღეს პანდემიის შედეგად მხოლოდ ერთი ფილიალი აგრძელებს მუშაობას.


ჰაითაოღლუ განმარტავს, რომ შემცირებული შემოსავლების და დაბალი აქტივობის გამო კომპანიას პუშკინის ქუჩაზე არსებული ფილიალის დახურვა მოუწია. მისი განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ კაფე-რესტორნის ძირითადი სტუმარი და მომხმარებელი ტურისტები იყვნენ, საგრძნობლადაა შემცირებული აქტივობა სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ მდებარე ფილიალშიც.


„დავაკვირდები სიტუაციას და შესაბამისად ვიმოქმედებ. მინდა რომ შევინარჩუნო „გალერიაში“ არსებული ობიექტი და ასევე განვაახლო მუშაობა პუშკინზეც, თუმცა, ვნახოთ. თუ ბიზნესში გარკვეული მოგება არ არის და აქტიურობა დაბალია, რთულია მუშაობა, წაგებაზე ვერ ვიმუშავებ. მაშინ გონივრული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ დავტოვო საქართველოს ბაზარი. შესაძლოა განვიხილო წილის გაყიდვაც“-აცხადებს ჰაითაოღლუ.


კითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ MADO aმსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებს და პანდემია გლობალური პრობლემაა, როგორი სიტუაცია საქართველოს გარდა სხვა ბაზრებზე, ჰაითაოღლუ აცხადებს, რომ შემოსავლების ნაწილში ბევრად არასახარბიელო მდგომარეობა საქართველოშია, ეს კი მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითუნარიანობით შეიძლება აიხსნას.



„მსგავსი პრობლემები სხვაგანაც არის, თუმცა, საქართველოს მასშტაბის არა. ამას ემატება დაკეტილი საზღვრები, ტურისტების ნაკადი თითქმის არ არის. მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობაც მძიმეა“-აცხადებს ჰაითაოღლუ.


MADO საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან შემოვიდა.კომპანია ევროპის ბევრ ქვეყანაში 300 ფრენჩაიზინგ კაფითაა წარმოდგენილი.ნაყინის გარდა, MADO ქართველ მომხმარებელს სხვა მრავალ ნატურალურ პროდუქტსაც სთავაზობს. მათ შორის წვენებს. ლიმონათებს, თურქულ ტკბილეულს და ევროპულ კერძებს.MADO-ში წარმოდგენილი კერძები ადგილობრივად მზადდება. ნაყინი კი თურქეთიდან შემოდის, რადგან მის დასამზადებლად საჭირო ტექნოლოგიას ბრენდის ცენტრალური საწარმო ფლობს.


კაფე-რესტორნის გახსნისთვის საქართველოში თურქული ჯგუფი იყო ჩამოსული. მათ შეისწავლეს ქართველებს კერძების დამზადების ტექნოლოგია. ქართველი თანამშრომლები ანკარაშიც სპეციალურ ტრეინინგზეც იყვნენ.


2017 წელს MADO-ს ადგილობრივი მენეჯმენტი აცხადებდა, რომ იგეგმებოდა ქსელის გაფართოება. მათ შორის, მოკლევადიან სტრატეგიაში იყო საქართველოს მასშტაბით 5 კაფე-რესტორნის გახნა. მათ შორის ობიექტი უნდა გახსნილიყო ბათუმშიც.


business-partnet.ge



თეგები:
MADO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up