ცემენტის ადგილობრივი წარმოება დემპინგური იმპორტის წნეხის ქვეშ რჩება

ცემენტის ადგილობრივი წარმოება დემპინგური იმპორტის წნეხის ქვეშ რჩება

access_time2021-06-23 11:00:10

დემპინგის საკითხი საქართველოში აქტუალური კიდევ ერთხელ გახდა, ამჯერად პრობლემაზე ცემენტის მწარმოებელი Lafarge საუბრობს. კომპანიაში ამბობენ, რომ ბოლო წლებში ირანის შემდეგ ქართულ ბაზარზე თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ცემენტის შემოტანა თურქეთიდანაც დაიწყო.


იმ დროს, როცა საქართველოში დემპინგური ფასებით ცემენტი ირანიდან შემოდიოდა, ირანს გამკაცრებული ამერიკული სანქციები ახალი დაწესებული ჰქონდა, ეკონომიკური ვარდნისა და ჰიპერინფლაციის ფონზე, მწარმოებლები იძულებულები იყვნენ, პროდუქცია, თუნდაც ზარალით, მყარ ვალუტაზე გადაეცვალათ.


თურქეთს ირანის მსგავსი პრობლემები არ შეჰქმნია, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ ქვეყანაშიც ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებლს მიაღწია. უფრო კონკრეტულად,  2018 წელს თურქეთში ინფალციის განაკვეთმა 16.3%, 2019 წელს კი 15.7% შეადგინა, რამაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 24-დან 19.75%-მდე შეამცირა, გაყიდვების რაოდენობა 2019 წლის ივნისში 48.6%-ით, ხოლო პირველ 6 თვეში 21.7%–ით შემცირდა. შესაბამისად, თურქეთის ბაზარზე ცემენტის პროფიციტი წარმოიშვა და მწარმოებლებმა დემპინგური ფასებით მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მიაშურეს.


ბიზნესი და მათ შორის ცემენტის მწარმოებლები ხელისფლებისგან დიდი ხანია ანტიდემპინგური ხასიათის ღონისძიებების გატარებას ითხოვენ. მათი თქმით, ანტიდემპინგური კანონმდებლობისა და მისი რეალობაში ფუნქციონირების გარეშე მასშტაბურ, კერძო თუ სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა შეუძლებელი გახდება.



Lafarge საქართველოში ცემენტის სიდიდით მეორე მწარმოებელია, რომელიც ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ოპერირებს. ლაფარჯეს ანგარიშზეა რიკოთზე ავტობანის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები და ბათუმის სწრაფი განაშენიანება. 2019 წელს კომპანიის წარმოების მოცულობამ 0.310 მლნ ტონას მიაღწია. იმავე პერიოდში პროდუქციის ნომენკლატურის გაზრდის მიზნით საწარმოში დამატებით $2  მილიონის ინვესტიცია განახორციელა. 


როგორც Commersant-ს Lafarge-ში განუცხადეს, განსხვავება თვითღირებულებასა და დემპინგურ იმპორტს შორის ტონაზე 24 ლარია, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს სერიოზულ პრობლემას უქმნის. მათივე ცნობით, ანტიდემპინგური კანონი მშენებლობას არ გააძვირებს, რადგან შენობის აშენებისთვის ცემენტის შესყიდვის ხარჯი საშუალოდ 5%-ს შეადგენს და მისი მცირედით გაძვირება პროდუქციის საბოლოო ღირებულებაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ კიდევ ერთ პრობლემას ნედლეულის კრიზისი წარმოადგენს. რადგან ირანი სანქციების ქვეშაა მოყოლილი, ხოლო ყარაბაღის დიდ ნაწილზე კონტროლის აღდგენის შემდეგ აზერბაიჯანი შიდამოთხოვნას იკმაყოფილებს, კარგი იქნებოდა, თუ ხელისუფლება ადგილობრივ კომპანიებს დროებთ ლოგისტიკურ დახმარებას გაუწევდა.


საქართველოში მოთხოვნა ცემენტზე წლიურად 2.5 მლნ ტონას შეადგენს, საიდანაც 1.5 მლნ ტონის დაკმაყოფილება ადგილობრივ კომპანიებს შეუძლიათ. რამდენიმე შედარებით მცირე ზომის საწარმოსთან ერთად ქვეყანაში ორი საერთაშორისო ბრენციც ოპერირებს. პირველი გერმანული ჰაიდელბერგია, მეორე კი ფრანგული ლაფერჟე.


ჰაიდელბერგი საქართველოში 2006 წლიდან გამოჩნდა, €200 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა, ფლობს ბეტონის 13 ქარხანას და 1200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 2019 წელს კომპანიის შემოსავალი 2018 წელთან შედარებით 45 მლნ ლარით 331 მლნ ლარამდე გაიზარდა. წმინდა მოგებამ კი 25.6 მლნ ლარი შეადგინა. ლაფარჟეში სულ 300-მდე ადამიანი მუშაობს, რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 13.3 მლ ლარი შეადგინა, თუმცა 2019 წელი მაინც 926 ათას ლარიანი ზარალით დახურა.


ანტიდემპინგური კანონი საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის ივლისში მიიღო, რომელიც 2021 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up