თურქული და უკრაინული კომპანიები Mi-8 ვერტმფრენის გაუმჯობესებაზე ერთობლივად იმუშავებენ

თურქული და უკრაინული კომპანიები Mi-8 ვერტმფრენის გაუმჯობესებაზე ერთობლივად იმუშავებენ

access_time2021-12-04 18:30:22

უკრაინაში წარმოებული Mi-8 ვერტმფრენების გასაუმჯობესებლად ორმა უკრაინულმა კომპანიამ თურქეთის უმსხვილეს თავდაცვით კომპანიასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი. სამხედრო ელექტრონიკაში სპეციალიზებული კომპანია Aselsan-ი უკრაინულ Motor Sich-სა და Ukroboronprom-თან ითანამშრომლებს Mi-8-ებისათვის  ელექტროოპტიკური და სარაკეტო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

აღნიშნულ შეთანხმებას ხელი სტამბოლში გამართულ თავდაცვით და საჰაერო ინდუსტრიის ღონისძიებაზე, Saha Expo-ზე, მოეწერა. Saha Istanbul-ი თურქეთის უმსხვილესი ბიზნესკლასტერი გახლავთ, რომელშიც თავდაცვითი და საჰაერო ინდუსტრიის 645 წევრი კომპანია ერთიანდება.

გეგმის მიხედვით, თურქული კომპანია Aselsan-ი უკრაინულ Mi-8-ებს საკუთარი საერთო დიაფრაგმის სამიზნე სისტემებით ან F-500C ელექტროოპტიკური სისტემით აღჭურვავს. ეს კი ვერტმფრენს საშუალებას მისცემს, ჰქონდეს ლაზერული დამიზნების შესაძლებლობა. გარდა ამისა, თურქული კომპანია ვერტმფრენებს L-UMTAS ან Cirit-ის სარაკეტო სისტემებს დაუყენებს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს უკრაინის საჰაერო ძალებმა ექსპლუატაციაში ორი განახლებული Mi-8 ვერტმფრენი დააბრუნა – Mi-8MTPB და Mi-8MTPI. საინტერესოა, რომ აღნიშნული ტიპის ვერტმფრენები დიდი რაოდენობით გადამცემი ანტენებითაა აღჭურვილი. ისინი ვერტმფრენის კორპუსის თითქმის ყველა ნაწილზე გვხვდება – სალონის გარედან ორივე მხარეს და კუდზე.


საინტერესოა ისიც, რომ Mi-8MTPI ტიპის განახლებულ ვერტმფრენს შეუძლია, აღმოაჩინოს და დაადგინოს მტრის რადარები, რაც მას აძლევს შეზღუდულ შესაძლებლობას, განახორციელოს სადაზვერვო საქმიანობა და შეაგროვოს ინფორმაცია მტრის თავდაცვით პოზიციებზე.

სამომავლოდ თურქული და უკრაინული კომპანიების პარტნიორობა შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს.

წყარო: forbes.ge




რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს

რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს
access_time2022-01-22 21:00:29
მსოფლიო ელის, როდის შეიჭრება რუსეთი უკრაინაში. 2014 წელს ყირიმისა და დონბასის ნაწილის (ლუგანსკის და დონეცკის ოლქები) ანექსიის შემდეგ, რუსეთი უკრაინას ახალი ომით ემუქრება, რასაც წინ უძღოდა ნატო-რუსეთის საბჭოს უშედეგოდ...

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!
access_time2022-01-22 17:48:07
სილქნეტს 22 და 23 იანვარს მრავალფეროვანი შეთავაზებები აქვს მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის. „სილქფესტის“ ხუთი განსხვავებული პაკეტიდან სასურველი პირობის გააქტიურებას ფიზიკური, იურიდიული პირები კომბინაციით *202# შეძლებენ: 300 წუთი - 5 ₾  5 GB + 100 წუთი - 7 ₾  700 წუთი - 9 ₾ 15 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 10 ₾ 20 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 12 ₾ მომხმარებელი არ...

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება
access_time2022-01-22 19:00:32
ინფლაცია არ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა პრობლემა. შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაცია 7%-ს აღწევს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში. ეს საფრთხეს უქმნის ჯო ბაიდენის...

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა
access_time2022-01-22 13:00:31
კიევში ამერიკის საელჩოს ცნობით, პარასკევს ღამით უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდება დაიწყო, რაც ქვეყანას რუსეთის შესაძლო ინტერვენციისგან თავის დაცვაში...

რუსული "დიდება" ციფრებში - გიორგი ქადაგიძის მიმოხილვა

რუსული
access_time2022-01-22 18:00:58
დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია არანაირი ფინანსური, სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის და ვადის სამხედრო კამპანია,“-ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე  სოციალურ ქსელში...


მსგავსი სიახლეები

up