პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა საკუთარი შვილი, სერდარი, დანიშნა თავის მოადგილედ და თურქმენეთის კონტროლის უმაღლესი პალატის თავმჯდომარედ. ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახური, რომლის თანახმად 39 წლის სერდარ ბერდიმუხამედოვისთვის საგანგებოდ შეიქმნა დამატებითი ვიცე-პრემიერის თანამდებობა.
გარდა ამისა, ვიცე-პრემიერ სერდარ ბერდიმუხამედოვი გახდება ასევე თურქმენეთის უშიშროების საბჭოს წევრიც.
მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის წინ, სასწრაფოდ ჩაუტარდა რემონტი კონტროლის პალატას, სადაც 10 თებერვალს იმყოფებოდა ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, რომელმაც შეიტყო, რომ სერდარ ბერდიმუხამედოვისათვის ააშენეს სპეციაულური დასასვენებლი ტერასა და, ასევე, ყვითლად შეღებეს ახლომდებარე სახლები. თუმცა, მეზობელ სახლებში მცხოვრები მობინადრეები პოლიციას გაუფრთხილებია, რომ ეზოებში ეკრძალებათ პირადი ავტომობილების გაჩერება.
თურქმენთის პრეზიდენტის 39 წლის შვილს მანამდე ეკავა მშენებლობისა და წარმოების მინისტრის პოსტი. მისი ასეთი სწრაფი აღმასვლა კარიერის კიბეზე წარმოშობის ვარაუდს, რომ 63 წლის ავტოკრატი ლიდერი საკუთარ შვილს თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ ამზადებს.
www.radiotavisupleba.ge