თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები 20 მაისიდან მოიხსნება, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ელჩის თქმით, შეზღუდვების მოხსნა კიდევ 30 ქვეყანას შეეხება.
„თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 20 მაისიდან ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდეემის გამო დაწესებულ შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლაციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდაცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს“, - წერს დიპლომატი.
ფორმულა