თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით იუწყება, მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპა. თურქეთის ქ.ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის - ო.ც.-ს დაღუპვა საელჩოს თვითმხილველმა აცნობა.
„საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.