თურქეთში კორონავირუსის შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში ქვეყნის იმ პროვინციებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი დაბალი ან საშუალოა, კომენდანტის საათი შაბათ-კვირას არ იმოქმედებს, ხოლო იმ პროვინციებში, სადაც აღნიშნული მაჩვენებელი მაღალი ან ძალიან მაღალია, კომენდანტის საათი მხოლოდ კვირა დღეს იმოქმედებს.
გარდა ამისა, ქვეყანაში რესტორნები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და დაწყებითი სკოლები გაიხსნა.
რესტორნები და კაფეები მუშაობას 07:00 საათიდან 19:00 საათამდე შეძლებენ იმ პირობით, რომ დარბაზის 50% გაივსება. თუმცა, იმ პროვინციებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია, რესტორნები და კაფეები კვლავ დახურული რჩება.
imedinews.ge