თურქეთში გაზის საბადოების აღმოჩენა წინასაარჩევნო პიარია?!

თურქეთში გაზის საბადოების აღმოჩენა წინასაარჩევნო პიარია?!

access_time2020-08-26 18:40:06

პრეზიდენტი ერდოღანი შეპირდა ქვეყანას, რომ ძალიან სასიხარულო ინფორმაციას მიაწვდიდა. აღმოჩნდა, რომ, თურმე, შავ ზღვაში 320 მლრდ. კუბური მეტრის მოცულობის გაზის საბადო იქნა აღმოჩენილი. რა თქმა უნდა, ეს კარგია, თუმცა, არის კი ეს ნამდვილად სასიხარულო სიახლე? ეს მოვლენა დეტალურად რომ გავაანალიზოთ, მალე მივხვდებით, რომ უკეთეს შემთხვევაში ეს მხოლოდ ეკონომიკური იმედია, უარესში კი - ჩვეულებრივი პიარი.


12 წლის წინ რუმინეთმა გაზის საბადო ზუსტად იქ აღმოაჩინა, სადაც ერდოღანმა 60 მლრდ. კუბური მეტრი. თუმცა მისი მოპოვება დღემდე არ დაწყებულა, რადგანაც ეს არც თუ ისე ადვილია.


ეკონომიკური იმედი ოპტიმიზმის საფუძველია, თუმცა, ილუზიები საჭირო არაა. განსაკუთრებით ისეთი გადაჭარბებული სიტყვები, როგორებიც ენერგეტიკის მინისტრმა წარმოთქვა - „ ეს აღმოჩენა თურქეთის ღერძს შეცვლის“.


ჯერ არავითარი კონკრეტიკა არაა და მინიმუმ 6-7 წელი არ იქნება. ბუნებრივი აირის მოპოვება ისეთი მარტივი ამოცანა არაა, რომლიც შესრულებას სწრაფად არის შესაძლებელი. იმისთვის კი, რომ გაზის მოპოვება 2023 წლისთვის გახდეს შესაძლებელი საჭიროა ჯადოქრობა.



კიდევ ერთიც - საჭირო ინფრასტრუქტურა რომც შეიქმნას, მოპოვება წელიწადში 8-9 მლრდ. კუბომეტრს ვერ გადააჭარბებს, ეს კი თურქეთის გაზზე მოთხოვნის მეხუთედია.და ამ გაზის საბადოს წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ მოკრძალებული იქნება. რა თქმა უნდა, ეს უკეთესია, ვიდრე არაფერი, თუმცა, გაუგებარია, ისეთი განწყობა რატომ ინერგება, თითქოს ქვეყანა ამით ყველა თავის ეკონომიკურ პრობლემას დაძლევს?


საქმე იმაშია, რომ 2023 წელს არჩევნებია. მოსახლეობას გაზი უნდა მისცე, ოცნება მიყიდო, ასე არაა?


ყოველი არჩევნების წინ ახალი სასიკეთო ინფორმაცია გაზის ან ნავთობის მორიგი საბადოს აღმოჩენის შესახებ ყოველთვის ისმის. 2002 წლიდან „სამართლიანობის და განვითარების“ პარტიის მმართველობის პერიოდში, მთელი თურქეთი სასიხარულო ამბებით იღვიძებდა - „აღმოჩენილია ნავთობის დიდი საბადო“.


საგულისხმოა, რომ გაზის და ნავთობის უზარმაზარი საბადოები გამსკდარი საპნის ბუშტივით ქრებოდა არჩევნების შემდეგ. ახლაც ასე იქნება - სიხარული აღმოჩენილი გაზის გიგანტური საბადოს გამო, ძალიან მალე გაქრება.


ჯერ კიდევ 65 წლის წინ იმდროინდელი დემოკრატიული პარტიის ლიდერმა არჩევნების წინ განაცხადა - „ფრაკიის რეგიონში ნავთობის დიდი მარაგია აღმოჩენილი!“. გავიდა 65 წელი, მაგრამ ნავთობი როგორც არ იყო, ისე არ არის.


sozcu.com

თენგიზ აბლოთია


თეგები:
საბადო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up