თურქეთში 1-ლი ივნისიდან კარანტინის რეჟიმის მნიშვნელოვანი შერბილება დაიწყება

თურქეთში 1-ლი ივნისიდან კარანტინის რეჟიმის მნიშვნელოვანი შერბილება დაიწყება

access_time2020-05-29 10:30:26

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში 1-ლი ივნისიდან კარანტინის რეჟიმის მნიშვნელოვანი შერბილება დაიწყება.


„1-ლი ივნისიდან სრულად მოიხსნება ქალაქებს შორის გადაადგილებაზე აკრძალვა. ასევე, 1-ლი ივნისიდან გაიხსნება პლაჟები და ეროვნული პარკები. 1-ლი ივნისიდან რესტორნები, კაფეები, აუზები და სპა-სალონები მუშაობას განაახლებენ. მომხმარებლების მიღება 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.


თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ზაფხულის დასაწყისიდან საბავშვო ბაღები მუშაობას განაახლებენ. ამასთანავე, 18 წლამდე და 65 წლის ზემოთ პირებისათვის გარეთ გასვლის შეზღუდვა ძალაში რჩება.



პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 160 979 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 461 ადამიანი კი გარდაიცვალა.


imedinews.ge


თეგები:
თურქეთი



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up