თურქეთმა განუსაზღვრელი ვადით გააუქმა სამმხრივი მექანიზმის შეხვედრა შვედეთთან და ფინეთთან. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მოლაპარაკებები თებერვალში, სტოკჰოლმში იყო დაგეგმილი.
გამოცემის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ოფისიდან წყარომ განაცხადა, რომ შეხვედრა თურქეთმა გადადო. მიზეზები და შეხვედრის გამართვის ახალი თარიღი არ კონკრეტდება.
მედიაში ჯერ კიდევ სამი დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა.