თურქეთმა გააფრთხილა მსოფლიო ნავთობის გადამზიდველები, რომ ტანკერების დაზღვევის წესი ამოქმედდა. ამ ნაბიჯმა შესაძლოა რუსული ნავთობის ნაკადი, ახალი ევროპული სანქციების შემოღების შემდეგ, კიდევ უფრო შეზღუდოს.
ახალი წესი 1-ლი დეკემბერს, რამდენიმე დღით ადრე ამოქმედდება, სანამ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი რუსულ ვაჭრობაზე დამატებით შეზღუდვებს დააწესებენ, რაც ნავთობის გადამზიდავ ტანკერებს დაზღვევის მიღებას გაცილებით გაურთულებს.
ამ დაზღვევით თურქეთი თავისი წყლების დაცვას ცდილობს, მაგრამ მას ასევე შეუძლია გავლენა იქონიოს მილიონობით ბარელი რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტზე.
ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი აგრესიულ სანქციებს რუსული ნავთობის გადაზიდვებზე 5 დეკემბერს იწყებენ, რაც მკვეთრად იმოქმედებს დაზღვევის ხელმისაწვდომობაზე.
თურქული ინსტიტუტის დირექტორმა, რომელიც საზღვაო ტრაფიკს მართავს, დაზღვევის წესების ვალდებულება დაადასტურა და თქვა, რომ ამის მიზეზი ევროკავშირის სანქციების დაცვაა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ევროკავშირის შემადგენლობაში არ არის.
თუ გემები სრუტეებში დაზღვევის გარეშე შევლენ, შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს თურქეთის წყლებს და გემების მოძრაობა შეჩერდეს. დაზღვევის გარანტიის წერილი მსგავსი პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებს, დასძინა მან.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა