თურქეთის ტურისტული ინდუსტრია შემოსავლებს კარგავს

თურქეთის ტურისტული ინდუსტრია შემოსავლებს კარგავს

person access_time2016-06-29 12:37:53

სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტების ფონზე „კომერსანტი" დაინტერესდა რა მდგომარეობაშია თურქეთის ტურისტული ბიზნესი. ათათურქის აეროპორტში 28 ივნისის ღამეს მომხდარ ტერაქტამდე, მიმდინარე წლის მარტში 37 ადამიანი დაიღუპა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად.

 

გუშინდელმა ტერაქტებმა კი, ბოლო ინფორმაციით, 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გაფრთხილებებში რისკიან ადგილებად სტამბოლი და თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის პროვინციები იყო დასახელებული, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, სტამბოლში გახშირებული ტერაქტების შემდეგ ამ შავ სიაში თურქეთის ყველაზე მასობრივი კურორტი ანტალია შევიდა.


მაშინ ითქვა, რომ გახშირებული ტერაქტების გამო თურქეთის ტურისტული ინდუსტრია შემოსავლებს კარგავს. სეზონის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, მიმდინარე წლის აპრილში გავრცელდა ამერიკის საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია თურქეთში ტურისტების თავშეყრის ადგილებში ტერაქტების განხორციელების საფრთხის შესახებ. მაშინ ითქვა, რომ თურქეთის მთელი ტურისტული ინდუსტრიისთვის ეს მძიმე შედეგების მომტანი იქნებოდა.



2014 წელს ანტალიაში 3 მილიონამდე რუსმა ტურისტმა დაისვენა, 2015-ში კი 2,4 მილიონამდე. მთლიანობაში ანტალია ყოველწლიურად 10 მილიონამდე ტურისტს მასპინძლობდა, ესენი იყვნენ, პირველ რიგში გერმანელი, ბრიტანელი, სკანდინავიელი და აღმოსავლეთ ევროპელი ტურისტები.



თურქული მედია მიმდინარე წლის აპრილში წერდა, რომ ანტალიაში ასობით სასტუმრო იყიდებოდა, ჯავშნების რაოდენობა კი 40%-ით იყო დაცემული წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. სასტუმროები, რომლებიც აპრილში იხსნებოდა, დახურულია.



თურქეთი, რომელმაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ რეკორდული რაოდენობის, 37 მილიონი უცხოელი ტურისტის მიზიდვა შეძლო და ჰქონდა გლობალური ტურისტული მიმართულებების ტოპ-ხუთეულში შესვლის ამბიცია, ტურისტულ ბაზარზე პოზიციებს მკვეთრად კარგავს.



თურქეთის ტურიზმის სამინისტროს აპრილის მონაცემებით, თებერვალში ქვეყანას 10,2 პროცენტით ნაკლები უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც ყველაზე საგრძნობი ვარდნაა ბოლო 10 წლის განმავლობაში. იანვარ-თებერვალში ქვეყანა 2,4 მილიონმა უცხოელმა ტურისტმა მოინახულა, რაც 8,5%-ით ჩამოუვარდება შარშანდელ მაჩვენებელს.



დრამატულია რუსეთიდან შესული ტურისტული ნაკადის კლების მასშტაბები: თებერვალში თურქეთში რუსი ტურისტების რაოდენობა 54,4%-ით შემცირდა და 42,2 ათასი ადამიანი შეადგინა. არანაკლებ მძიმე ვითარება იყო საკრუიზო ბაზარზე: საერთაშორისო საკრუიზო კომპანიები, როგორებიცაა MSC და Crystal Cruises, სტამბოლსა და იზმირში შესვლაზე უარს ამბობდნენ.


შედარებით განსხვავებული სურათი იყო საქართველოდან თურქეთში წამსვლელთა მხრივ.მაგალითად, 2016 წლის იანვარში სტამბოლში ტურისტულ ცენტრში მომხდარი აფეთქების მიუხედავად ქართული ტურისტული კომპანიების ძირითად ნაწილში ჯავშნები არ იყო გაუქმებული. ტურისტული კომპანიების მეორე ნაწილს კი თურქეთში ბოლო დროს განვითარებული დაძაბული მოვლენების გამო ტურები სრულად გააუქმებული ჰქონდა.


მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, მთავრობის მეთაურმა ახმეთ დავითოღლუმ განაცხადა, რომ 2016 წელს თურქეთი უცხოელი ტურისტების 20%-ს დაკარგავდა. ხმელთაშუაზღვის რეგიონის ტურიზმის მუშაკთა და ოტელიერთა ასოციაციის პროგნოზით, თურქეთი ყოველ მეორე ევროპელ ტურისტს დაკარგავდა. Wall Street Journal-მა კი პრილში თურქეთის ტურისტული ბიზნესის დანაკარგი მიმდინარე წლისთვის 12 მილიარდ დოლარად შეაფასა.


 




„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up