ნედლი ნავთობის გადამზიდავ ტანკერებზე თურქეთის სრუტეების გავლით მთავრობამ დამატებითი მოთხოვნა ამოქმედდა.
როგორც თურქული მედია წერს, 1 დეკემბრიდან ანკარამ დაიწყო სადაზღვევო კომპანიებისგან წერილის მოთხოვნა, რომელიც ადასტურებს გემის P&I დაზღვევის უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია მისი პასუხისმგებლობის დასაფარად ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა მესამე მხარისთვის, გარემოსთვის ან ტვირთისთვის ზიანის მიყენება; ასევე ჯარიმების გადასახდელად გემების ექსპლუატაციის დროს.
შედეგად, თურქეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ სადაზღვევო კომპანიის წერილი დაერთოს ნავიგაციის გეგმის ანგარიშს, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი გემის, ტვირთის და ვოიაჟის შესახებ.